ჩაზრდილი ფრჩხილის გამო საშინელი ტკივილები მტანჯავდა. შემდეგ ამ საოცარ მეთოდს მივაგენი...

ჩაზრდილი ფრჩხილის გამო საშინელი ტკივილები მტანჯავდა. შემდეგ ამ საოცარ მეთოდს მივაგენი...
ფრჩხილის ჩაზრდა - პრობლემა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი შეაწუხს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. აუტანელი ტკივილები, ჩირქი, სისხლჩაქცევები და უდიდესი დისკომფორტი მუდამ თან ახლავს ამ უსიამოვნო პრობლემას. საბედნიეროდ, არსებობს ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ჩაზრდილი ფრჩხილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

თქვენ არ მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი და ნაკლებად სასიამოვნო პროცედურების ჩატარება, რადგან პრობლემის გადაჭრა სახლის პირობებში, დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, თანაც აბსოლიტურად უმტკივნეულოდ. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

ყველაზე ეფექტური გზა მოცემული პრობლემის გადასაჭრელად:
  1. მოამზადეთ ფეხების აბაზანა
    ძალიან კარგი და ეფექტურია ინგლისური მარილის გამოყენება. ეს პროდუქტი ფლობს სამკურნალო თვისებებს და გვიწყობს ხელს ჩაზრდილი ფრჩხილის მოშორებაში. მარილის კრისტალების გახსენით ცხელ წყალში.

  2. ჩაალბეთ ფეხები მომზადებულ ხსნარში
    მოათავსეთ ფეხები მარილის წყალხსნარში 30 წუთით, რათა გაუხეშებული კანი კარგად დარბილდეს.

  3. მოიმარჯვეთ ინსტრუმენტები
    თქვენ დაგჭირდებათ პინცეტი, ბამბა, მაკრატელი და მალამო.

  4. მოიჭერით ჩაზრდილი ფრჩხილი
    ფეხების აბაზანის მიღებისა და გაუხეშებული კანის დარბილების შემდეგ ჩაზრდილი ფრჩხილის მოკვეთა ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, თქვენ გმართებთ სიფრთხილე და დიდი ყურადღება.

  5. გაისუფთავეთ ჭრილობა
    დაასველეთ ბამბა სპირტით და კარგად დაიმუშავეთ პრობლემური ფრჩხილი. იმისათვის, რომ საიმედოდ დაიზღვიოთ თავი ჭრილობაში ინფექციის შეჭრისგან, აუცილებლად გამოიყენეთ სამკურნალო მალამო ან კრემი.

  6. შეიხვიეთ ფრჩხილი
    აუცილებლად გადაიხვიეთ ფრჩხილი დოლბანდით, რათა თავიდან აირიდოთ ჭრილობის დაბინძურება.


ამ მეთოდის დახმარებით ჩაზრდილი ფრჩხილის მოშორება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!