4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება

4 რჩევა, რომლის დახმარებითაც ფეხსაცმელი ნებისმიერ უამინდობაში დაცული იქნება
წვიმასა და თოვლში ფეხსაცმელი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, თუ გვსურს რომ მან მომავალ სეზონამდე გაძლოს. გარდა ამისა, ფეხსაცმლის მდგომარეობაზე თქვენი ფეხების "კეთილდღეობა" არის დამოკიდებული, რომ ისინი მშრალი იყოს და არ გაიყინოს. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ფეხსაცმელზე ზრუნვის დროს უნდა დაიცვათ. წესები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ ფეხსაცმლისთვის რა მასალა არის გამოყენებული: ტყავი თუ ტყავის შემცვლელი, ზამში თუ ნაუბუკი, ტექსტილი თუ რამდენიმე მასალის კომბინაცია. ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს ლაქის ფეხსაცმლის გამოყენება შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ. 

1. ახალი ფეხსაცმელი



ახალი წყვილი ფეხსაცმლის შეძენისთანავე რეკომენდებულია მისი დამუშავება, სანამ ცუდ ამინდში მას ჩაიცვამთ. ზამშის ფეხსაცმლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრემ-სპრეი, რომელიც დამცავ საფარს ქმნის. იგივე პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ სინთეტიკური მასალის და გლუვი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლისთვის, ოდნავ უფრო ცხიმიანი ტექსტურით. 

ასევე შეგიძლიათ ხალხური მეთოდი გაიხსენოთ, რამდენიმე ნივთიერება ერთმანეთს შეურიოთ ან ცალ-ცალკე გამოიყენოთ: აბუსალათინის ზეთი, მზესუმზირას ზეთი, ფუტკრის ცვილი, სკიპიდარი და უმარილო ღორის სალა. ისინი წყალში არ იხსნება, ამიტომ როგორც დამცავი საშუალება ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენების წესი მარტივია: სუფთა ტყავის ზედაპირზე დაიტანეთ ცოტაოდენი ნივთიერება, კარგად გაუსვით და დატოვეთ შეწოვისთვის ცოტა ხნით. უმჯობესია თუ პროცედურას ღამე ჩაატარებთ. სიტყვაზე, აბუსალათინის ზეთის შეწოვის სისწრაფის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ, სინამდვილეში რა მასალისგან არის ფეხსაცმელი დამზადებული. ნამდვილი ტყავი სწრაფად იწოვს, ხოლო ტყავის შემცვლელი მბრწყინავი დიდხანს დარჩება, რადგან ზეთი შიგნით გვიან აღწევს. 


2. ქუჩაში გასვლის წინ 



ფეხსაცმლის დასაცავად რეაგენტების და მარილისგან, რომელთაც ზამთარში ქალაქის გზებზე ყრიან, კარგი იქნება თუ რეგულარულად წყლის და ბინძური არასასიამოვნო ეფექტისგან დამცავ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებთ. მწარმოებლები პირობას იძლევიან, რომ მათი დახმარებით ფეხსაცმელზე მარილოვანი ლაქები არ გაჩნდება და გარეგნული მხარე გაუმჯობესდება. პროცედურა საღამოს ჩაატარეთ, რომ ღამის განმავლობაში ნივთიერება ფეხსაცმელმა ბოლომდე შეიწოვოს. დილით გლუვი ტყავის ფეხსაცმელი სპეციალური ქსოვილით გაწმინდეთ. 

ხალხური მეთოდის მოყვარულები სხვა მეთოდს იპოვიან: შეგიძლიათ გამოიყენოთ WD-40 როგორც წყალგაუმტარი საშუალება და ფეხსაცმლის მარილის ლაქებისგან დამცავი. რატომაც არა, უბრალოდ ფრთხილად იყავით ამ აეროზოლის პრეპარატის გამოყენების დროს.