ეს უბრალოდ აღმოჩენაა. ვინც ასე არ ფიქრობს, დაე გაიყინოს და დაიტანჯოს შემზარავი სუნისგან!

ეს უბრალოდ აღმოჩენაა.  ვინც ასე არ ფიქრობს, დაე გაიყინოს და დაიტანჯოს შემზარავი სუნისგან!
ჩვენთან ზამთარი ორიგინალობით გამოირჩევა. დილით იწყება წვიმა, სადილისთვის ის თოვლით იცვლება, რომელიც ნელ-ნელა გუბედ იქცევა. ნამდვილად არ არის ბუნების საჩუქარი.



როგორი ფეხსაცმელი ჩავიცვათ ზამთარში

ზამთარში გადაადგილება ქალაქში ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან, რომელიც ეხება როგორც თავად ფეხსაცმელს, ისე მის ჩამცმელს. მარილი, ყინვიანობა, თოვლი და გუბე - ეს ყველაფერი აღიბეჭდება ჩვენს ფეხებზე. არსებობს რამდენიმე საიდუმლოება, რომლებიც შეინარჩუნებენ ყელიან ფეხსაცმელს (წაღს) პირვანდელი სახით, ხოლო ჩამცმელის ფეხებს - მშრალად და თბილად.

მოდით გავეცნოთ ისეთ ეშმაკურ ხერხებს, რომლებიც ზამთარში უსაფრთხოდ გასეირნების საშუალებას იძლევიან:

1. ფეხები შეინარჩუნებენ სიმშრალეს ჭყაპიან ამინდში, თუ გამოვიყენებთ ჩვეულებრივ ქალურ შუასადებს ღაბაშის ნაცვლად. ზაფხულში ასეთი სამარჯვი აგვაცილებს მომეტებულ ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს!


2. ზამთარში ფეხსაცმლის სრიალის ასაცილებლად ძირს (ლანჩას) ორმხრივი სკოჩით მიაწებეთ ზამფარას ქაღალდის ნაჭრები. ოფისში შესასვლელთან შეიძლება მათი მოხსნა, ფეხსაცმელი ამით არ დაზარალდება. უფრო ხანგძლივი სარგებლობისათვის სკოჩის ნაცვლად გამოიყენეთ სუპერწებო. თუ არ გაქვთ ზამფარას ქაღალდი - მიაწებეთ ჩვეულებრივი ლეიკოპლასტირი, ის გეყოფათ 3-4 დღე.


3. ფეხსაცმლის მაღაზიებში იყიდება ზამთრის ყინულძირები - გასაჭიმი რეზინის სამარჯვეები ლითონის წვეტებით. ადვილია მათი ჩაცმა და გახდა, სხვადასხვა ზომის იყიდება, არის საბავშვოც. რამდენიმე სეზონს ჰყოფნის. მთავარია - ასფალტზე არ იაროთ. ყინვიანობის დროს წყვილი ასეთი სამარჯვე ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს.


4. ამბობენ, რომ ფეხსაცმლის სრიალის ასაცილებლად სასარგებლოა ნედლი კარტოფილის ფეხსაცმელზე წასმა. ცდა, ალბათ, ღირს.

5. თუ ფეხსაცმლის ძირს (ლანჩას) წაუსმევთ სუპერწებოს და მიაყრით ქვიშას, ასეთი საფარი მინიმუმ ოთხი კვირა დაგიცავთ ყინვიანობისას. მაგრამ ასეთმა ხერხმა შეიძლება ფეხსაცმლის ძირი გააფუჭოს.

6. რადიკალური გადაწყვეტილება - ფეხსაცმლის ძირს მოუჭირეთ წვრილი ხრახნები. ჩინებული ვარიანტია და მუდმივი დაცვაც არის!


7. ტყავის ფეხსაცმელზე მარილის მოშორების ერთი მარტივი ხერხი არსებობს: 3 ჩაის კოვზი ძმარი გააზავეთ 1 ჩაის კოვზ წყალში, ამ ხსნარით ჩამორეცხეთ მარილოვანი ლაქები. ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ იასრგებლოთ ნახევარი ლიმონით. შემდეგ კი ფეხსაცმელი კარგად გაასუფთავეთ წაღის კრემით.


8. მარილოვან ლაქებს ჩინებულად უმკლავდება აბუსალათინის ზეთი, რითაც რამდენჯერმე უნდა გაიქმინდოს ფეხსაცმელი ლაქების საბოლოო გაქრობამდე.

9. ზამშის ჩექმებზე მარილის კვალის მოცილება უფრო რთულია. აადუღეთ წყალი და ჩექმა ამყოფეთ ორტქლის ზემოქმედების ქვეშ რამდენიმე წუთი, შემდეგ ზამში გაწმინდეთ სპეციალური ჯაგრისით. თუ ორთქლი ვერ გაუმკლავდა პრობლემას, მაშინ ჭუჭყიანი ადგილები მოწმინდეთ ნისადურის სპირტით და დააყარეთ თავნაფქვი ბურღული. ასე ამყოფეთ წაღი რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ ბურღულმა შეიწოვოს მარილი. შემდეგ ჯაგრისით გაასუფთავეთ.

10. ნუბუკის ფეხსაცმელზე მარილის მოშორება შეიძლება საპნის ხსნარით. პროცედურის შემდეგ ფეხსაცმელი აუცილებლად გააშრეთ, მაგრამ არა გამათბობელი ელემენტების სიახლოვეს!

11. პროფილაქტიკის მიზნით ქუჩაში გასვლამდე გამოიყენეთ სპეციალური წყალმომშორებელი საშუალება, რომელიც იყიდება ფეხსაცმლის მაღაზიებში. სიარულის შემდეგ ჩექმები აუცილებლად გაასუფთავეთ ჭუჭყისგან. ზამთრის თბილი ფეხსაცმელი უნდა იყოს სქელძირიანი ან პლატფორმიანი, ასე ზედაპირზე მარილის მოხვედრის ალბათობა მინიმალურია.



12. კატეგორიულად არ შეიძლება ტყავის ფეხსაცმლის რეცხვა გამდინარე წყალში. სჯობს ჭუჭყი მოაცილოთ სველი ჩვარით ან ნესტიანი ხელსახოცებით. რეცხვის შემდეგ აუცილებლად დაადეთ კრემი და ჯაგრისით მოწმინდეთ. იყიდეთ ფეხსაცმლის გამაშრობელი, ისინი სხვადასხვა სახის არის. სველი ფეხსაცმელები ღამის განმავლობაში გაშრებიან.


თქვენი ფეხები მზრუნველ მოვლას იმსახურებენ, შეარჩიეთ მათთვის ხარისხიანი და კომფორტული ფეხსაცმელი!


გააცანით ეს ინფორმაცია მეგობრებს, ახლა ზამთარია და ნამდვილად წაადგებათ ასეთი რჩევები!