ოჯახის ექიმმა ეს შესანიშნავი საშუალებები გვირჩია ფსორიაზის სამკურნალოდ
ჩემი ქმარი ფსორიაზმა დატანჯა, მაგრამ ჩვენი ოჯახის ექიმის რჩევების წყალობით სულ მალე საოცარი შვება იგრძნო. ამ ღვთისნიერი ქალბატონის დახმარებით ჩვენს ოჯახში სითბო და სიყვარული დაბრუნდა. მისი თანხმობით გთავაზობთ სამკურნალო მცენარეების რამდენიმე ნაკრებს, რომლებიც ეფექტურია ფსორიაზის დროს:
- აიღეთ 4 ჩ/კ ქრისტესისხლა, 1 ჩ/კ ფშნის ეკალი, 2 ჩ/კ კაკლის ფოთოლი, დაფშვენით ისე, რომ მიიღოთ ფხვნილის მსგავსი ნარევი, შეურიეთ იქთიოლის მალამოს და წაისვით კანზე, სადაც გექავებათ.
- აიღეთ 2 ჩ/კ ფარსმანდუკი, 3 ჩ/კ კაკალი, 2 ჩ/კ ქრისტესისხლა. ნარევი დაფქვით წმინდად, შეურიეთ თაფლში, წაუსვით ტილოზე და დაზიანებული ადგილები გადაიხვიეთ.
- წაისვით დაზიანებულ კანზე ქრისტესისხლას წვენი. საღამოობით მიიღეთ ფარსმანდუკის აბაზანები. 2-3 კბილ დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 1ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 40-60 წუთი. გამოიყენეთ საფენებად.
ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ფსორიაზი გაგიმწვავდათ. - ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.
- 20 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7 დღე.
- ყოველდღე დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.
- აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.
- 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.