მალამო - სასწაული ძირმაგარის და ვენების გაგანიერების სამკურნალოდ!

მალამო - სასწაული  ძირმაგარის და ვენების გაგანიერების სამკურნალოდ!
ეს მალამო საკმაოდ ნაცადია: აშუშებს ჭრილობებს, გაიწოვს ფურუნკულს ( ძირმაგარას ), გააჩნია ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.
მალამოს მომზადების რეცეპტი ასეთია:

ინგრედიენტები:
  • 350 გრ ნაღების კარაქი
  • 1 ს/კ ქრისტესისხა
  • 1 ს/კ ძიძო
  • 1 ს/კ გულყვითელა ( კალანდულა )
  • 1 ს/კ გვირილა
  • 1 ს/კ ცხენის წაბლის ყვავილები
  • 1 ს/კ წყლის მარწყვა-ბალახა
  • 1 ს/კ მამულა

მომზადების და გამოყენების წესი:

350 გრ გამდნარ ნაღების კარაქზე ვიღებთ თითო ს/კ გამხმარ ან ნედლ ბალახებს: ქრისტესისხლას, ძიძოს, გულყვითელას ( კალანდულა ); გვირილის, ცხენის წაბლის ყვავილებს, წყლის მარწყვა - ბალახსა და მამულას. ყველას ვაქუცმაცებთ ( მსხვილი ღეროები არ გამოგვადგება ). გამდნარ კარაქში ვათავსებთ ბალახების ნარევს და ვდგამთ მოსაშუშად 2 სთ-ით წყლის აბაზანაში. შემდეგ უნდა გავწუროთ და კარაქი გადმოვასხათ მინის ჭურჭელში, გავაციოთ. მალამო მზადაა! ის მაცივარში უნდა შევინახოთ.
მალამო დახიანებულ ზედაპირს წაუსვით ორიდან - ექვსჯერ მაინც მთელი დღის განმავლობაში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური