სახის კანის გასაწმენდი, ჭორფლის მოსაშორებელი და აქერცვლის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება
დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქციაში გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა თქვენთვის სამი უმარტივესი ხალხური რეცეპტი: სახის კანის გასაწმენდი მალამო, ჭორფლის მოსაშორებელი და კანის აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება. თითოეული ეს რეცეპტი მომზადებულია ქართული ხალხური მედიცინის მიხედვით.
სახის კანის გასაწმენდი მალამო
ამ მალამოს დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შროშანის ძირებს დავნაყავთ ფაიფურის ქვასანაყში და გავწურავთ. გადავურევთ გადამდნარ თაფლის სანთელს და დავუმატებთ 5 გრამ თეთრ თაფლს. დავუმატებთ 12-14 გრამ ვარდის წყალს და ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად მოვურევთ. მიღებული მალამო გაათეთრებს და გაწმენდს კანს ლაქებისგან. ამ მალამოს გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ის თვალის არეში არ უნდა მოხვდეს.
ჭორფლის მოსაშორებელი საშუალება
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ჩამოთვლილი ინგრედიენტები (ლიმონის გამოკლებით) დავნაყოთ, გავცრათ და ერთმანეთში ავურიოთ. დავასხათ 3 ცალი ლიმონის წვენი და კვლავ კარგად მოვურიოთ.
გამოყენების წესი:
მომზადებულ ნაყენში დავასველოთ ბამბა და დღეში 2 ჯერ გავიწმინდოთ ჭორფლიანი არე.
ხალხური მალამოს კიდევ ერთი რეცეპტი ჭორფლის მოსაშორებლად
ინგრედიენტები:
ყველა ეს ინგრედიენტი კარგად ალესეთ და შემდეგ მოიწმინდეთ ჭორფლიანი ადგილები მისი დახმარებით.
მათ, ვისაც სახის კანის აქერცვლის პრობლემა აწუხებს, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი რეცეპტი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შუშის პატარა ქვაბში ჩავასხათ ნუშის ან ატმის ზეთი, ჩავაგდოთ მასში თეთრი თაფლის სანთელი და სპერმაცეტი. დავდგავთ ნელ ცეცხლზე და ვურევთ ხის ან ფაიფურის კოვზით, ნელ-ნელა ვასხავთ ვარდის წყალს ისე, რომ დაწყებული დუღილი შეწყდეს თითო სუფრის კოვზი ვარდის წყლის ჩამატებით. ბოლოს ვაცადოთ წამოდუღება. ჩავყაროთ იის ძირის ფხვნილი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან. ვლესოთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩავუმატოთ ორი კვერცხის კარგად ალესილი გული და კვლავ ვლესოთ 20-25 წუთი. ჩამოვასხათ პატარა ქილებში და დავაფაროთ თავი ჰერმეტულად.
გამოყენების წესი:
დაბანილ ხელ-პირზე ღამით წავისვათ დამზადებული მალამო. ის დაარბილებს და გაანაზებს კანს, ხდის ხავერდოვანს და იცავს დახუთვა-აქერცვლისგან.

- შროშანის ძირი (წვენი 50 გრამი)
- თეთრი თაფლის სანთელი 5 გრამი
- სუფთა თაფლი 5 გრამი
- ვარდის წყალი 15 გრამი
მომზადების წესი:
შროშანის ძირებს დავნაყავთ ფაიფურის ქვასანაყში და გავწურავთ. გადავურევთ გადამდნარ თაფლის სანთელს და დავუმატებთ 5 გრამ თეთრ თაფლს. დავუმატებთ 12-14 გრამ ვარდის წყალს და ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად მოვურევთ. მიღებული მალამო გაათეთრებს და გაწმენდს კანს ლაქებისგან. ამ მალამოს გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ის თვალის არეში არ უნდა მოხვდეს.
ჭორფლის მოსაშორებელი საშუალება
ინგრედიენტები:
- 10 გრამი ბროკოლი
- 5 გრამი თეთრი შაბის ფხვნილი
- შაქარ-ყინული (დანაყული, ნახევარი ჩაის კოვზი)
- 3 ცალი ლიმონი
მომზადების წესი:
ჩამოთვლილი ინგრედიენტები (ლიმონის გამოკლებით) დავნაყოთ, გავცრათ და ერთმანეთში ავურიოთ. დავასხათ 3 ცალი ლიმონის წვენი და კვლავ კარგად მოვურიოთ.
გამოყენების წესი:
მომზადებულ ნაყენში დავასველოთ ბამბა და დღეში 2 ჯერ გავიწმინდოთ ჭორფლიანი არე.
ხალხური მალამოს კიდევ ერთი რეცეპტი ჭორფლის მოსაშორებლად
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა რძე
- 1 ს/კ ნაღები
- 1 ლიმონის წვენი
- 1 ს/კ დანაყილი თეთრი შაბი
- 1 ჩ/კ დანაყილი თეთრი შაბი
ყველა ეს ინგრედიენტი კარგად ალესეთ და შემდეგ მოიწმინდეთ ჭორფლიანი ადგილები მისი დახმარებით.
მათ, ვისაც სახის კანის აქერცვლის პრობლემა აწუხებს, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 50გრამი თეთრი თაფლის სანთელი
- 30 გრამი სპერმაცეტი
- 1 ჩ/ჭ ნუშის ან ატმის ზეთი
- 5 გრამი ვარდის წყალი
- 2 ც კვერცხის გული