ხალხური რეცეპტები, რომლის დახმარებითაც გაგეწმინდებათ ნაწლავები და მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე წიდისგან.
ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია თალგამის წვენი, იგი არეგულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი წიდის გამოყოფას.
- წვენის მოსამზადებლად თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი ახალი კარტოფილივით გაფხიკოთ. გაფხეკილი თალგამი შეგიძლიათ წვენსაწურში გაწუროთ, შეგიძლიათ წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გახვეული გამოწუროთ. გამონაწური მაცივარში უნდა შეინახოთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ ნებისმიერ დროს. თალგამის წვენის სმის პერიოდში უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი.
- მკუნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის გამონაწურიც 2-3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამისგან დაახლოებით 600-700 გრამი წვენი უნდა მიიღოთ.
- აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით 2 სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ ნადგამი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუკელით და კიდევ საათ - ნახევარი ხარშეთ.
უნდა გამოვიდეს დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში, რომელსაც გადაწურავთ და მაცივარში შედგამთ. მიღების წესი ასეთია: ნახევარი ჭიქა ნახარში შეათბეთ და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ - პატარა ყლუპებით, ღამის 12 საათის შემდეგ. სტაფილო და ქიშმიში სამად გაყავით და სამი დღის განმავალობაში მიირთვით. ნახარში ეფექტიანად წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს.
ორგანიზმის გაწმენდა ასეც შეიძლება: - 1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ. დაუმატეთ ასევე გახეხილი 1 საშუალო ზომის ნივრის თავი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათით დადგით სიბნელეში.
მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. თუ ორკვირიან კურსს წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე წიდისგან.