ნებისმიერი სახის ხველისგან გაგანთავისუფლებთ თალგამი.

ნებისმიერი სახის ხველისგან   გაგანთავისუფლებთ თალგამი.
ნებისმიერი სახის ხველისგან გაგანთავისუფლებთ თალგამი. ეს რეცეპტი ძალიან ეფექტურია და ნუ დაიზარებთ მის მომზადებას და გამოყენებას. რეცეპტისთვის დაგვჭრიდება:
ინგრედიენტები:
  • თალგამი
  • შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:
თალგამი უნდა გახეხოთ და ფენა - ფენა ჩადოთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში. თითოეულ ფენას უნდა მოაყაროთ თითო საჩაროზე კოვზი შაქარი. ქილა 24 საათით დადგით სითბოში ( დაახლოებით 20 o C ). მიღების წესი კი ასეთია: პატარებისთვის - 1 ჩ/კ დღეში 3 - ჯერ, მოზრდილებისთვის კი 1 ს/კ დღეში 3 - ჯერ.

ექიმის კომენტარი:
თალგამი ორწლოვანი ბოსტენულია. ის ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ გამოიყენებოდა საკვებად და სამკურნალოდ. მცენარეს, მასში შემავალი მინერალებისა და ვიტამინების მრავალფეროვნებისა და აგრეთვე, ყვითელი შეფერილობის გამო, " ოქროს ბოსტნეულსაც" უწოდებენ. თალგამის ქიმიური შემადგენლობა მართლაც მრავალფეროვანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივთიერება გლუკორაფანინი, რომელიც სულფორაფანინს მცენარეული წინამორბედია, ეს უკანესკნელი კი კიბოს და დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. გლუკორაფანინს შეიცავს თითქმის ყველა სახეობის კომბოსტო, მაგრამ ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური მნიშვნელობის მქონე რაოდენობით იგი მხოლოდ თალგამსა და ყვავილოვან კომბოსტოშია. თალგამში C ვიტამინის შემცველობა თითქმის ორჯერ აღემატება ფორთოხალში, ლიმონსა და კომბოსტოში ამ ვიტამინის შემცველობას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი