თალგამი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია, ის აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს დაგროვილი წიდის ორგანიზმიდან გამოყოფას.
ორგანიზმის გაწმენდის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და წერენ, თუმცა ეს წმენდის მნიშვნელობას სულაც არ ამცირებს. სწორედ ამიტომ მსურს, მოგითხროთ შავი თალგამის შესახებ, რომელიც დაუმსახურებლად მიივიწყეს. არადა, სწორედ მისი წვენი გახლავთ ორგანიზმის ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი ეფექტიანი გამწმენდი საშუალება. იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელების ხარისხს, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს დაგროვილი წიდის ორგანიზმიდან გამოყოფას, ქვებისა და ქვიშისგან თირკმელების გაწმენდას.
წვენის მომზადებამდე თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი კანი გააცალოთ, ოღონდ კი არ გაფცქვნათ, არამედ ახალი კარტოფილივით გაფხიკოთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ, თალგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გაწუროთ. წვენი მაცივარში უნდა შეინახოთ. მიღების წესი კი ასეთია: უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ნებისმიერ დროს.
თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის წვენიც 2 - 3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამიდან დაახლოებით 600 - 700 გრამ წვენს მიიღებთ.

- გამონაწურ თალგამს ნუ გადაყრით - დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაასხით მცენარეული ზეთი, დააჭერით ხახვი და მიირთვით. ეს სალათი წვენის ეფექტს აძლიერებს - ორგანიზმის გაწმენდას უფრო მეტად უწყობს ხელს.
მკურნალობის შედეგი პირველივე კურსის შემდეგ ხდება თვალსაჩინო: საჭმლის მონელების პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო ქრონიკული დაავადებები მიიძინებს. 1 კურსის შემდეგ აუცილებელია , 3 - 4 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.