აღიდგინეთ მეხსიერება სწრაფად, ფიტოთერაპიული საშუალებებით...
ახალგაზრდობიდანვე ვემზადებოდი სკლეროზთან შესახვედრად, ვცდილობდი, ისეთი საკვები მიმეღო, რომ მასთან "პაემანი" რაც შეიძლება მეტი ხნით გადამედო, მაგრამ დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დამატყო, თითქმის ყველგან ქაღალდითა და კალმით დავდივარ. არც ისეთი ასაკოვანი ვარ. ახლავე სკლეროზის საწინააღმდეგო წამლების სმა რომ დავიწყო, სიბერეში რაღა მეშველება-მეთქი, ვიფიქრე, ამიტომ ისევ ფიტოთერაპიული საშუალებები ვამჯობინე და არც მინანია. ძალიან მარგო ჭინჭრის ფოთლების ნაყენმა.
აი მისი მომზადებისა და მიღების წესი:
აი მისი მომზადებისა და მიღების წესი:
- აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი (ყველას მაისში მოკრეფილი სჯობს) და დაასხათ 0,5 ლ არაყი. ჭურჭელს თავი დოლბანდით მოუკარით, პირველი დღე-ღამეს ფანჯარაზე დადგით, მომდევნო 6 დღე კი სიბნელეში მოათავსეთ, შემდეგ გაწურეთ და თავდახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. სვით თითო ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და თითო ჩაის კოვზი - ღამით, ძილის წინ.
მეხსიერების გაუმჯობესებას კურსის დაწყებიდან ორ კვირაში იგრძნობთ, რადგან გაუმჯობესება გულის მუშაობა, სისხლის მიმოქცევა და მისი შემადგენლობა.
მეხსიერებისთვის კარგია ყოველ დილით, უზმოზე, ცხელი ვაშლისძმარგარეული წყლის (1ჩაის ჭიქა წყალში 1 -2 ჩაის კოვზი ძმარი) ან ლიმონის წვენის მიღება. - 1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით 2 საათი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ამ ენერგიის მომგვრელი ჩაის დალევა განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში შეიძლება. ასე რომ, სვით ასფურცელას ნაყენი და დაღლილობა ვეღარაფერს დაგაკლებთ.
- თუ დაღლილობამ მეხსიერებასაც შეუტია, ქერი და ახალგაღვივებული ხორბალი გამოგადგებათ.
უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარშოთ, და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი.
ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დილა-საღამოს სვათ. ამის პარალელურად ახალგაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა.
მეხსიერების სწრაფ აღდგენას ასეც შეუწყობთ ხელს: - აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილად, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს. დაასხით ბლომად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად. ნახევარი მიირთვით დილით, უზმოზე, ნახევარი კი სამხრად, ცარიელ კუჭზე.
მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. სტაფილოთი მკურნალობა აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქვს.