ჭინჭრის ფესვების ნაყენი იდეალური საშუალებაა კოჟრების მოსაცილებლად
წლების განმავლობაში ფეხები ჩემი სუსტი წერტილი იყო. კოჟრებს რა არ ვუყავი, მაგრამ ვერაფრით მოვიცილე. ერთს მოვიჭრიდი - ახალი მიჩნდებოდა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა შეიტყო თუ არა, მაშინვე დედამისის რეცეპტი მომცა, რომელმაც მართლა მიშველა და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. აიღეთ ჭინჭრის 1 კგ გამომშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მიღებული ნარევის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ, შემდეგ გაიკეთეთ ფეხების აბაზანა. ამისათვის დიდი ტაშტში გაავსეთ ცხელი ანადუღარი წყლით, დაუმატეთ 2 ჭიქა ნაყენი და ფეხები დაახლოებით 30 წუთით ჩაყავით. აბაზანა ძალიან თბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ცხელი. ნახევარი საათის შემდეგ ფეხები ამოიღოთ, არ გაიმშრალოთ, შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში და კარგად ჩათბით. ტაშტში ჩარჩენილი წყალი არ გადაღვაროთ - მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ:
- აიღეთ სქელი პირსახოცი, ერთი ნახევარი ამ ნაყენში დაასველეთ, შემოიხვიეთ მტკივან ფეხზე, ზევიდან კი თბილი გადასაფარებელი დაიდეთ. დარჩით ასე დაახლოებით 3 საათით. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით. ძილის წინ კვლავ მიიღეთ ძალიან თბილი აბაზანა. ჭინჭარს სხვა არაჩვეულებრივი თვისებებიც აქვს: მას წარმატებით იყენებენ სკლეროზის, გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დაძაბუნების დროსაც.
აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70% - იანი სპირტი. თავი დოლბანდით ან ნაჭრით მოუკარით. პირველი დღე - ღამე გააჩერეთ ფანჯრის რაფაზე, დანარჩენი 8 დღის განმავლობაში - გრილ, ბნელ ადგილას. ამის შემდეგ სპირტხსნარი გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ღამით, ძილის წინ, სანამ არ გათავდება. დაინახავთ, რა მხნედ იგრძნობთ თავს.