რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ეს საოცარი საშუალებები.
პატარაობისას ხშირად მქონდა ანგინა. თანდათან ანთება რევმატიზმში გადაიზარდა. სახსრების ტკივილი ზოგჯერ ისეთი ძალით მიტევდა, ახალგაზრდა ქალი საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი, რამის კეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რამდენჯერმე ჩავიტარე ანტირევმატული მკურნალობა. ტკივილები და დისკომფორტის შეგრძნება თითქოს ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ თავიდან იწყებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ხან რომელ წამალს ვიღებდი, ხან რომელს. ბოლოს დედაჩემის ძველი ჩანაწერების თვალიერებას მოვყევი და საკმაოდ ეფექტურ საშუალებებს მივაგენი. ახლა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ეს საოცარი საშუალებები.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 4 საათით შეფუთეთ. შემდეგ გადაწურეთ და სვით 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შეგიძლიათ, ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სხვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. - 1 ს/კ დიდგულას ყვავილს, ფესვს, ან ტოტს, დაასხით 1 ჩ/კ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 40 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ. 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წთ-ით ადრე.
- 1 ს/კ მიხაკს ( ყვავილთან ერთად) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
- იასამნის ყვავილის და კვირტის სპირტზე ნაყენი: 2 ს/კ ყვავილს და 1 ს/კ კვირტს დაასხით 1 ჩ/ჭ სპირტი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში. გაწურეთ. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ეს ნაყენი, ასევე, ძალიან კარგია მტკივანი სახსრების დასაზელად.
- გახეხეთ სახეხზე 1კგ. უმი კარტოფილი. სქელი ნაჭერი ორად დაკეცეთ, მოათავსეთ მასში კარტოფილის პიურე, გაახვიეთ და დაიდეთ მტკივან სახსარზე. ზემოდან გადაიხვიეთ შალის ნაჭრით. ღამით დაიფარეთ საბანი.
- 7 გრ ადონისის ხმელ ბალახს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში. ბავშვებს მიეცით 1/2 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში.