ინფარქტის შემდეგ გულს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ...

ინფარქტის  შემდეგ  გულს  მეტად უნდა გაუფრთხილდეთ...
რამდენიმე წლის წინ მიოკარდიუმის ინფარქტი გადავიტანე. კარგა ხანს ვერ მოვჯომბინდი, ისე დავსუსტდი, აღარც კი მეგონა, თუ საწოლიდან წამოვდგებოდი. მერე და მერე ვისწავლე, როგორ უნდა მებრძოლა, მხოლოდ სიცოცხლისთვის კი არა, ცხოვრების ხარისხისთვისაც. გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით კატაბალახას ფესვი, კამის თესლი, პიტნა, გულყვითელას ყვავილები, წითელი მოცვი და სვია. აურიეთ ერთმანეთში. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. 2 საათით დააყენეთ და გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
    თავდაპირველად ჩაიტარეთ სამი ათდღიანი კურსი თითოკვირიანი შესვენებით, მერე და მერე კი, როდესაც მომჯობინდებით, მხოლოდ წელიწადის გარდამავალ პერიოდში - შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ნაყენმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს მომჯობინებაში და მომცა საშუალება, კვლავ სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებით მეცხოვრა.

    გულმკერდის არეში ტკივილების, უძილობისა და ფორიაქისგან გვირილის, კამის თესლის, პიტნისა და კატაბალახას ფესევბის ნაყენი გიხსნით:

  • ნაყენის მოსამზადებლად თითოეული კომპონენტი თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. 10 გრამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით ჩადგით წყლის აბაზანაში, გააცივეთ და გადაწურეთ.
    მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დილით და საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. სასურველია, ნაყენი 3-4 კვირა მაინც სვათ.

  • აჩქარებული გულისცემისას აიღეთ 15-15 გრამი კატაბალახას ფესვი და შავბალახა, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გაათბეთ წყლის აბაზანაში 15 წუთით, დადგით 45 წუთით, გაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში.

  • ნერვული სისტემის დასამშვიდებლად ამ ნაყენის სმა მირჩიეს: უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორად, თითოეულ ულუფას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით სვათ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი