თანამშრომლის დახმარებით, გაგანიერებულ ვენებს მცენარეული საშუალებებით ვუმკურნალე
შუა ხანს ვარ მიტანებული. ბოლო დროს შემაწუხა ტკივილმა და სიმძიმის შეგრძნებამ ქვედა კიდურებში. ეს უსიამოვნო შეგრძნებები დღის ბოლოს მეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხელა და დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა. არადა, ასეთი სამსახური მაქვს, თითქმის სულ ფეხზე ვგავარ.
დამისვეს ვენების გაგანიერების დიაგნოზი. თანამშრომელმა მასწავლა მცენარეული საშუალებები, რომელიც არა მარტო გაგანიერებულ ვენებზე მომიხდა, არამედ ნერვებიც დამიწყნარა და ორგანიზმიც გამიძლიერა.
დამისვეს ვენების გაგანიერების დიაგნოზი. თანამშრომელმა მასწავლა მცენარეული საშუალებები, რომელიც არა მარტო გაგანიერებულ ვენებზე მომიხდა, არამედ ნერვებიც დამიწყნარა და ორგანიზმიც გამიძლიერა.
- ვიღებთ 2 სუფრის კოვზ მუხის ქერქს, 3 სუფრის კოვზ ტირიფის ქერქს, 1 სუფრის კოვზ ალთეს ფესვს. ვასხამთ 2 ლიტრ მდუღარე წყალს, ვახურავთ სარქველს და ვადუღებთ წყლის აბაზანაში 5-7 წუთის განმავლობაში. ვაყენებთ 2 საათით და გადავწურავთ. ვიღებთ დღეში 1 ჩაის ჭიქას რამდენიმე ულუფად.
- მომწვანო - მოყვითალო გირჩები გაახმეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 10-15 წუთს და გადაწურეთ. მთელი ულუფა მიიღეთ 2-3-ჯერზე დღის განმავლობაში, უმჯობესია, საღამოს - სვია დამამშვიდებელ და საძილე ეფექტს ასე უკეთესად გამოავლენს.
- ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ნაყოფი და ყვავილი, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 2 სუფრის კოვზი არაყი. 1 კვირის განმავლობაში დავდგათ სიბნელეში და პერიოდულად შევანჯღრიოთ. ვიღებთ 30 წვეთს ცოტაოდენ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
- აიღეთ კალანჰოეს ფოთლები, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში (ნახევრამდე) და ქილა შეავსეთ სპირტით ან არყით, დაახურეთ მჭიდრო თავსახური და მოათავსეთ ბნელ გრილ ადგილას 1 კვირით, პერიოდულად შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაფილტრეთ. ეს ნაყენი ძილის წინ შეიზილეთ ფეხებზე, ტერფიდან მუხლამდე და უფრო ზევითაც. ნაყენი სწრაფად გაგათავისუფლებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერებით გამოწვეული ტკივილებისგან. მცირე ვენების ლურჯი ბადის მოსაშორებლად ეს პროცედურა 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარეთ.
- რამდენიმე კბილი ნიორი დანაყეთ ან გახეხეთ. 1 ჩაის კოვზს დაამატეთ 2 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და გამობერილ ვენაზე დაიდეთ. დაიფარეთ პერგამენტი, თბილად შეიხვიეთ, და მთელი ღამით გაიჩერეთ. კომპრესი იკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. დილით ფეხები დაიბანეთ, შემოიხვიეთ ელასტიკური ბანდი და ჩაიცვით წინდა.