თუ დეპრესიამ შემოგიტიათ, ეს მცენარეული საშუალებები ანტიდეპრესანტებს სჯობია...
ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია მორალური, მატერიალური ან ფსიქოლოგიური კრიზისი. ერთნი უმტკივნეულოდ გადალახავენ კრიზისულ სიტუაციას, ხოლო მეორენი დეპრესიას ეძლევიან და იწყენებენ სხვადასხვა ანტიდეპრესანტების სმას, მაგრამ უკეთესობას ვერ გრძნობენ. როდესაც საზოგადოებას ზნეობრივად უჭირს, დეპრესიისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია თან კონტაქტით, საკუთარი თავისა და ბუნების წიაღში გასეირნებით, საინტერესო ადამიანებთან კონტაქტით, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა სიყვარულითა და პატივისცემით. დერპესიის დროს კარგია ხალხური საშუალებებიც:
- აიღეთ 10 გრამი ბარამბოს ფოთოლი, 1 გრამი ანგელოზას ფესვი, 1 ცალი ლიმონის ქერქი, მიხაკის 1-2კვირტი, მწიკვი დაფქული ქონდარი. ამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში და გადაწურეთ. მიიღეთ ყლუპობით.
- ნერვული გადაძაბვისა და უძილობისას ძალიან მოგიხდებათ პიტნის ჩაი: 1 ჩაის კოვზ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, ძილის წინ.
ნერვულ სისტემას ამშვიდებს ბალახების ნაყენი. შემოგთავაზებთ ორიოდე რეცეპტს.
აიღეთ თანაბარი რაოდენობით: - სამყურასა და პიტნის ფოთლები და კატაბალახას ფესვი, ან კატაბალახას ფესვი, გვირილის ყვავილი და კვლიავის ნაყოფი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და 20 წუთით დააყენეთ. მერე გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს.
ხელების კანკალის დროს - 50 გრამი პროპოლისი დავჭრათ დანით, ჩავყაროთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ბოლომდე შევავსოთ არყით და 2 კვირა დავტოვოთ სიბნელეში. ქილა ყოველდღე შევანჯღრიოთ. ამის შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა.