კონსილიუმზე მარცხენა ფილტვის ამოკვეთა შემომთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. სწორედ მაშინ მოვიძიე ეს რეცეპტი

კონსილიუმზე  მარცხენა ფილტვის ამოკვეთა შემომთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი. სწორედ მაშინ მოვიძიე ეს რეცეპტი
ბრონქების დაავადება თითქმის 10 წელი მტანჯავდა. დამისვეს ასეთი დიაგნოზი: ქრონიკული ბრონქიტი ასთმური კომპონენტით. მოსკოვში კლინიკა და საბჭოთა კავშირში სანატორიუმი არ დამიტოვებია, მაგრამ არაფერი მეშველა. კონსილიუმზე მარცხენა ფილტვის ამოკვეთა შემომთავაზეს. კატეგორიული უარი ვუთხარი - 57 წლის ვიყავი და სიკვდილი ჯერ არ მინდოდა. სწორედ მაშინ მოვიძიე ეს რეცეპტი, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით:

  • აიღეთ 0,5 ლ შვრია, კარგად გაარჩიეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ. ქვაბში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 2 ლიტრი რძე, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, ჩაყარეთ მასში გარეცხილი შვრია, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი, დაუწიეთ ცეცხლს და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ადუღეთ.მიიღებთ 2 ლიტრამდე მოცულობის ღია ყავისფერ ნახარშს, რომელიც მაცივარში უნდა შეინახოთ. მიიღეთ ყოველდღე, ძილის წინ, 1 ჩაის ჭიქა. დალევამდე შეათბეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ღორის ბადექონის ცხიმი და ამდენივე თაფლი.
    წამალი 1 წელი მაინც უნდა სვათ. როდესაც მკურნალობის შემდეგ ჩემს უბნის ექიმს მივმართე გამოკვლევისთვის, მითხრა, რომ ფილტვებიდან არავითარი ხიხინი არ ისმოდა. მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა. 70 წელს რა ხანია გადავაბიჯე, მაგრამ დღემდე არაფერს ვუჩივი.

    სხვა საშუალებები:

  • გარეცხეთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლები, დაკეპეთ წვრილად და მოსრისეთ, შემდეგ გადაწურეთ, წვენს იმავე ოდენობის თაფლი დაუმატეთ, ჭურჭლის თავზე დაახურეთ და 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი ნაძვის კვირტი, 2 ჩაის კოვზი ალთეს ფესვი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და დააყენეთ ნახევარ საათს. სვით დღის განმავლობაში თაბარ ულუფებად.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი