გაიწმინდეთ ღვიძლი შინაური რეცეპტებით
რამდენიმე ხნის წინ ღვიძლმა შემაწუხა. უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას ველოდი კიდეც. არ დამიკლია სმა, სიგარეტი; სამსახურის გადამკიდე, ნორმალურად ჭამასაც ვერ ვახერხებდი და აი, ნაყოფიც მოვიმკე... ჩემმა მეგობარმა, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებს, ღვიძლის გასაწმენდი საშუალება მასწავლა, რომელიც ასე მზადდება:
ათ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის ერთჯერადი ულუფაა 50 მგ, 5 - დან 10 წლამდე - 25 მგ, 5 წლამდე - 1 სუფრის კოვზი. ნაყენი მუქი მინის ბოთლში უნდა ჩაასხათ და მაცივარში შეინახოთ. გაითვალისწინეთ: მომზადებიდან 5 დღის შემდეგ ნაყენის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- აიღეთ 3 ჩაის ჭიქა შვრია, გარეცხეთ თბილი წყლით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი არყის ხის კვირტი და 2 სუფრის კოვზი წითელი მოცვის ფოთოლი. დაასხით 4 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე - ღამე. შემდეგ ნაყენი შედგით ნელ ცეცხლზე, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ადუღეთ 15 წუთი. ნაყენს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მატიტელა და ამდენივე სიმინდის ულვაში. კიდევ ადუღეთ 15 წუთი. ბოლოს გადმოდგით და 45 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
- ცალკე მოამზადეთ დანაყილი ასკილის ნაყენი. 1 ჩაის ჭიქა ასკილს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 1 დღე-ღამე გააჩერეთ. ორივე ნაყენი გაწურეთ დოლბანდში და ერთმანეთში აურიეთ. უნდა მიიღოთ 3-4 ლიტრი სითხე, ანუ იმდენი, რამდენიც სჭირდება მოზრდილი ადამიანის ღვიძლის გაწმენდას. სვით 10 დღის განმავლობაში - დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 150 მგ. დალევის წინ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. ბოლო ულუფა 19 საათზე გვიან არ მიიღოთ.
ათ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის ერთჯერადი ულუფაა 50 მგ, 5 - დან 10 წლამდე - 25 მგ, 5 წლამდე - 1 სუფრის კოვზი. ნაყენი მუქი მინის ბოთლში უნდა ჩაასხათ და მაცივარში შეინახოთ. გაითვალისწინეთ: მომზადებიდან 5 დღის შემდეგ ნაყენის გამოყენება რეკომენდებული არ არის.