ამ ხალხური რეცეპტის საშუალებით, თქვენ მენსტრუალურ ტკივილებს მოიშორებთ!
ბევრ ქალბატონს აწუხებს მტკივნეული მენსტრუაცია, იტარებენ გამოკვლევებს, თუმცა ექიმები ვერანაირ პათოლოგიებს იქ ვერ ხედავენ. ეს ფიზიოლოგიური პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზმში. ექიმები ქიმიური მედიკამენტებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომ დაივიწყოთ ტკივილი და დავიყვანოთ იგი უმნიშვნელო დისკომფორტამდე კრიტიკულ დღეებში:
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა. შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მისი მოქმედება 4 ჯერ აღემატება კატაბალახასას.ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ ნერვიული აშლილობის და შიშების დროს, საგულე საშუალებად, წყალმანკის, კუჭ-ნაწლავების სპაზმების დროს.
მარწყვბალახა შეიცავს 15-30% სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდს, ტორმენტილინს, ქინაქინას მჟავას, ფისებს, ეთერზეთს. მარწყვბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან - ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს.
მომზადება და გამოყენების წესი:
- ორ-ორ სუფრის კოვზ თავშავასა და მარწყვბალახას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2-3 წუთით დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 2 საათი.
- სვით თბილ-თბილი ნაყენი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4 ჯერ დღეში. ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის მოსვლამდე 1-2 დღით ადრე და სვათ 5-6 დღის განმავლობაში.
- ნაყენი აცხრობს ტკივილს, ამშვიდებს ნერვიულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქსის პერიოდშიც ზედმეტი აგზნებადობისა და უძილობის სამკურნალოდ.