აი რა რეცეპტებს იყენებდენ ძირმაგარას სამკურნალოდ ჩვენი წინაპრები. 4 სუპერ რეცეპტი!
ძირმაგარა ანუ ფურუნკული არის კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახე. მისი აღმოცენების მიზეზია მიკრობების გააქტიურება და კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება. აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევაც, რადგანაც კანის ჩირქოვანი ინფექციებისადმი მიდრეკილება ხშირია დიაბეტის დროს. ფურუნკულების წარმოქმნას ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიგიენის წესების დაუცველობაც – იშვიათად დაბანა, ერთი და იგივე ტანსაცმლის დიდი ხნის განმავლობაში ტარება, ჭარბი ოფლიანობა, მოზარდი ასაკი და სხვ.
ორგანიზმში მიკრობთა გარედან შეჭრის (ენდოგენური ანუ შინაგანი ინფექციებიც არსებობს) აუცილებელი პირობაა კარიბჭის არსებობა, რაც უმთავრესად კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ხშირად ასეთი დაზიანება თვალით შეუმჩნეველია.
ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.
FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ძირმაგარის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს:
კატეგორიულად იკრძალება ფურუნკულის გამოწურვა თითებით და ნემსით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სახეზე ან თავზეა ლოკალიზებული!

- ფურუნკული საერთოდ გაქრება, თუ საკუთარ ნერწყვში გახსნით პურის ფქვილს და მიღებულ მასას შაქრის ფხვნილს მოაყრით. ეს მასა ფურუნკულზე შაქრიანი მხრიდან დაიდეთ.
- 2 ს/კ ჭინჭარი საღამოს ჩავყაროთ თერმოსში, დავასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი. დილით გავწუროთ, გავყოთ სამ ნაწილად და მივცეთ ავადმყოფს ერთი საათით ადრე ჭამის წინ.
- ძირმაგარაზე დასაფენად გარეგანი საშუალებაა მრავალძარღვა და ხახვი.
- ავიღოთ ერთი კვერცხის გული, 1 ჩ/კ შაქარი და დაჩეჩქვილი ქიშმიში. ეს მასა ავზილოთ ერთმანეთში და შევაზილოთ პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ცომი გავაბრტყელოთ და მთლიანად დავიდოთ მტკივნეულ ადგილზე. საფენი გავიკეთოთ დღეში ორჯერ. ჩირქს მთლიანად ამოიტანს.
კატეგორიულად იკრძალება ფურუნკულის გამოწურვა თითებით და ნემსით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სახეზე ან თავზეა ლოკალიზებული!