ძირმაგარის სამკურნალო სასწაულმოქმედი საშუალება, ის ადვილად მზადდება და ძალიან იაფიც ჯდება.
მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც მინდა, რამდენიმე შინაური წამალი გასწავლოთ. ეს მართლაც სასწაულმოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირმაგარა მომწიფდეს და ძირფესვიანად ამოვარდეს. ადვილადაც მზადდება და ძალიან იაფიც ჯდება.
- აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი, რასაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ორი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ და აუცილებლად გიშველით.
ეს საშუალება ბებიამ მასწავლა და ისიც მითხრა, ნებისმიერ ჩირქგროვას ( მათ შორის-დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) უხდებაო. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე ვცადე და მართლაც კმაყოფილი ვარ. - აიღეთ 5 გრამი (1 სავსე ჩაის კოვზი) ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ 2 საათით, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
- ძირმაგარას მომწიფების დასაჩქარებლად ლობიოს ფქვილს თაფლში ვზელთ, ვაკეთებთ პატარა ბურთულებს და მტკივან ადგილებზე ვადებთ.
1 თვის შემდეგ ყველა ძირმაგარა შეხორცდება, დარჩება პატარა ვარდისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან გაქრება. - 1 ჩ/კ არყის ხის კუპრი, 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ ნატურალური ზეთი 1 ს/კ საპონი (დარბილებული წყალში კარაქისმაგვარი კონსინსტენციის ) ყველაფერი კარგად გათქვიფეთ, წაუსვით სელის ნაჭერზე და ღამის განმავლობაში დაადეთ ძირმაგარაზე. ეს მასა კარგად ამოიღებს ძირს (ფესვს) ღრმულში რომელიც რჩება ძირის ამოღების შემდეგ პინცეტით ფრთხილად დებენ კალი - მანგანუმის პერმანგანატის (მარგანცოვკა) კრისტალი, რეციდივი რომ ავიცილოთ თავიდან.