თუ დაბალ წნევას უჩივით, მოიწესრიგეთ ის ხალხური საშუალებებით
ამ დაავადების ადამიანებისა არ შეგშურდება. ჰიპოტონიკები (დაბალი არტერიული წნევის ადამიანები ) ამინდის ნებისმიერ ვარდნებს გრძნობენ ნებისმიერ ვარდნებს გრძნობენ ნებისმიერ ბარომეტრზე უკეთესად.
გაზრდილი აღგზნებადობა, განგაშის გრძნობა, მგრძნობელობა სიცივისადმი, ტრანსპორტში ნჯღრევები და გულისწასვლა - მათი ცხოვრების ერთი წამებაა.
თუ სწრაფად იღლებით, ხშირად გტკივათ თავი, ზოგჯერ გული მიგდით, გაიზომეთ წნევა და თუ დაბალი აღმოჩნდა, ჰიპოტონია გქონიათ.
გაზრდილი აღგზნებადობა, განგაშის გრძნობა, მგრძნობელობა სიცივისადმი, ტრანსპორტში ნჯღრევები და გულისწასვლა - მათი ცხოვრების ერთი წამებაა.
თუ სწრაფად იღლებით, ხშირად გტკივათ თავი, ზოგჯერ გული მიგდით, გაიზომეთ წნევა და თუ დაბალი აღმოჩნდა, ჰიპოტონია გქონიათ.
- წნევა რომ დაარეგულიროთ, დილა დაიწყეთ კონტრასტული შხაპით, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, გაამაგრებს სისხლძარღვებს, შეგმატებთ მხნეობას; იარეთ ფეხით, იცურავეთ, ივარჯიშეთ, და თავს უკეთესად იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ ბუნებრივი მასტიმულირებელი საშუალებები -ლიმონურას, ჟენშენის ნაყენი (1 ჩ/კ მცენარე: 1 ჩ/კ მლაშე წყალი), ან შეიძინეთ აფთიაქში მზა ნაყენი, დალიეთ ფინჯანი ყავა, დააყოლეთ პატარა ყველის ნაჭერი და თავს უკეთ იგრძნობთ. თუმცა, უმჯობესია, თვითმკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული უკვდავა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ თბილად და 30-40 წუთით დადგით. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- ვიღებთ 1 სუფრის კოვზ მაყვლის ფოთოლს, ვკუწავთ, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- აიღეთ 50 გრამი ყავის მარცვალი, მოხალეთ და დაფქვით, დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი, 1 ცალი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ჭამიდან 2 საათის შემდეგ. შეინახეთ მაცივარში.
- ზოგიერთი ჰიპოტონიკი დღის განმავლობაში განიცდის სისუსტის, დაღლილობის, მძინარობის შეტევებს. ამ სიტუაციაში ტონუსის დაბრუნებაში გვეხმარება მარტივი ვარჯიში. დაბრძანდით სკამზე, გაშალეთ ფეხები, ხელები გადაიჯვარედინეთ თავზე. ჩაისუნთქეთ ღრმად და ნელა დაიხარეთ მუხლებისკენ. გასწორდით და მკვეთრად ამოისუნთქეთ. ვარჯიში სამჯერ გაიმეორეთ.