როგორ მოვიქცეთ, თუ კერძში სანელებელი გადავაჭარბეთ: მარტივი საშუალება მწველი წიწაკის ჩასაქრობად.

როგორ მოვიქცეთ, თუ კერძში სანელებელი გადავაჭარბეთ: მარტივი საშუალება მწველი წიწაკის ჩასაქრობად.
წიწაკა ბევრი არ არსებობს? არსებობს და თანაც როგორ. გამოცდილმა მზარეულმაც შეიძლება ზოგჯერ შეცდომა დაუშვას და ზედმეტად ბევრი ჩილის წიწაკა გამოიყენოს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, როდესაც კერძი "ცრემლებამდე გემრიელია"? ხომ არ გადავყრით არა.... ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ კულინარიული ხრიკი, რომელიც აზიურ ქვეყნებში დიდი ხანია ცნობილია.




საკმაოდ ბევრ ადამიანს უყვარს ცხარე საჭმელი, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ შევთავაზებთ ცხარე კერძს. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ წიწაკა შემთხვევით გადავამეტეთ? ნუ დატანჯავთ ოჯახს უბრალოდ გამოიყენეთ ჩვენი რჩევა.




პირველ რიგში უნდა გვესმოდეს: რა ხდის მას ასე ცხარეს? ყველაფერში დამნაშავე კაპსაიცინია - ალკალოიდი, რომელიც ჭარბად გვხვდება წიწაკის სხვადასხვა სახეობებში. კაპსაიცინის შემცველობა და ადამიანის რეცეპტორების მგრძნობიარობა ჯამში გვაძლევს ცხარე შეგრძნებებს, რომელიც რათქმუნდა თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია.