წითელი ცხარე წიწაკის ნაყენი, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება
გაგიმხელთ ჩემი "საფირო" წითელი ცხარე წიწაკის ნაყენის საიდუმლოს. ამ ნაყენს მე სხვადასხვა მიზნით ვიყენებ: მადის გასაძლიერებლად, მსუბუქი მოწამვლის დროს, თმის ძირების გასამაგრებლად, სახსრების დასაზელად.
ნაყენი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:
ნაყენი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:
- წვრილად დაჭერით 50 გ მწარე წიწაკა და დაასხით 0,5 ლიტრი 70%-იანი სამედიცინო სპირტი ან არაყი. დააყენეთ 10 დღით, დროდადრო ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. 10-20 წვეთ ნაყენს დაასხით ცოტაოდენი წყალი და მიიღეთ ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.
გაითვალისწინეთ: კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება!
შესაზელად ნაყენი ასე მზადდება: - წმინდად დაფქულ წიწაკას შეურიეთ მცენარეული ზეთი (2 მლ ზეთი 1 გ წიწაკაზე). ეს ნარევი დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გამოიყენეთ სახსრების ანთების, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს.
- ამ ზეთის მიღება შეიძლება შინაგანადაც, როცა საჭმლის მონელება დუნეა. დოზა ასეთია: 10-20 წვეთი ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ. რაც შეეხება ტკბილი (ბულგარული) წიწაკის წვენს, მას ჩემი მეუღლე სახეზე პიგმენტური ლაქების გასაქრობად იყენებს: წურავს წვენს, ურევს მას იმავე რაოდენობის სტაფილოს წვენს და მიღებული ნარევით იწმენდს სახეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. საერთოდ, მე დიდი ხანია დავასკვენი, რომ ყველაფერი, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და ვამზადებთ, საოცრად მარგებელია.