ქამა სოკო ტკბილი წიწაკით
კერძი, რომელიც დღეს fpaparazzi შეგირჩიათ განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ჩინური სამზარეულო უყვარს. კერძი საკმაოდ ცხარე გამოდის და ამასთან საოცრად არომატულია.
საჭირო მასალა:
მომზადება:
საჭირო მასალა:
- ქამა სოკო -500 გ
- ხახვი -1 თავი
- წითელი ბულგარული წიწაკა- 2 ცალი
- ნიორი 2-3 კბილი
- ქინძი და კამა გემოვნებით
- ძმარი 1 ს/კ
- მარილი და პილპილი
- ზეთი
მომზადება:
- დაკონსერვებული (ან ცოცხალი) ქამა სოკო დავყაროთ ცხელ, ზეთდასხმულ ტაფაზე და 5-10 წთ დავბრაწოთ.
- დავასხათ ცოტა წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა.
- დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, დავახეხოთ ნიორი და დავაჭრათ მწვანილები.
- შევაზავოთ მარილით და პილპილით.
- ეცადეთ წყალი ბოლომდე არ დაშრეს, ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.