როგორ ვუმკურნალოთ ცხიმოვან სებორეას ხალხური საშუალებებით
მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა კანის მომატებული ცხიმიანობა. ცხიმიანი მქონდა შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, ზურგი და მკერდი. ეს ადგილები მუდამ სველს ჰგავდა, ცხიმისგან ბზინავდა. ცხიმოვანი ჯირკვლები ფორებგაფართოებული და მუქი საცობით - შავი ფერიმჭამელებით - დახშული იყო. ხშირად მიჩნდებოდა წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები ანუ ცხიმოვანი კისტები. კანის ექიმმა ცხიმოვანი სებორეის დიაგნოზი დამისვა.
დამატებითი ინფორმაცია (1)
- მკურნალობისას ექიმის დანიშნულებასთან ერთად ძალიან მომიხდა ხალხური რეცეპტებიც: კანის ცხიმოვან ადგილებზე წაისვით ბადრიჯნის წვენი.
- აიღეთ: სამფერა ია - 2 გრამი, ოშოშა - 1 გრამი, სამკურნალო ვერბენა - 1 გრამი. 1 ს.
ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში15 წუთით, დააყენეთ 45 წუთით. გაწურეთ და ცხიმიან ადგილებზე წაისვით. - მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი, შედგით ცეცხლზე, წყალში ჩაყარეთ 2-3 ს/კ დაქუცმაცებული კალენდულა. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გაწურეთ. თბილ - თბილი ნახარშით გაიწმინდეთ ცხიმიანი ადგილები.
- აქვე თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, რადგან ეს ორი უსიამოვნო მოვლენა ხშირად ახლავს თან ცხიმოვან სებორეას:
აიღეთ 100-100 გრამი ვირისტერფა და ჭინჭარი, დაასხით 1,5ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ, გაანელეთ ცივი წყლით და თმაზე გადაივლეთ.
დამატებითი ინფორმაცია (1)