პრაქტიკული რჩევები ხელების დაბუჟების და ნევროზული მდგომარეობის დროს
დაბუჟება, როგორც ნევროზული სიმპტომი, საკმაოდ ხშირია.
დაბუჟების დიაგნოსტიკის დროს საჭიროა მისი გამომწვევი ყველა შესაძლო პათოლოგიის გამორიცხვა. მნიშვნელოვანია დაავადების ანამნეზი (იმასაც კი აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი ხელი ან თითია დაბუჟებული, რადგან ამის ზუსტი ნევროლოგიური შეფასება სწორი დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს), ნევროლოგიური სტატუსის შეფასება, ელექტრონეირომიოგრაფია, დოპლეროგრაფიული, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა კვლევები საშუალებას იძლევა, დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია ხელების დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის. მეორე შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული ანუ მედიკამენტური და ქირურგიული. პირველის მიზანია ნერვის გათავისუფლება შეშუპების მოხსნის ხარჯზე - ამის შემდეგ ხელების დაბუჟებამ შესაძლოა გაიაროს, მისი უეფექტობის შემთხვევაში კი მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს. ამ უკანასკნელის არსი შემდეგში მდგომარეობს: ექიმი არხს გაკვეთს და ჩაჭედილ ნერვს ათავისუფლებს. ოპერაცია ბევრ დროს არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია, სპეციალისტმა ჩაატაროს. ოპერაციის შემდეგ ჩივილები იხსნება, მაგრამ რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის, სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ყოველთვის აქტუალურია.
პრაქტიკული რჩევები
ზოგადად, საჭიროა სწორი და სრულფასოვანი კვება, ძილ-ღვიძლის მართებული რეჟიმის დაცვა, პათოლოგიური სიმპტომის აღმოცენების შემთხვევაში - ექიმის დროული კონსულტაცია, პრაქტიკული რჩევები კი ასეთია:

- სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ რამდენიმე წუთით შეწყვიტეთ მუშაობა და დაჭიმეთ ხელები.
- ბეჭდვის დროს იდაყვები გააჩერეთ მოხრილ მდგომარეობაში, ტანთან ახლოს. ეს უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
კარპული გვირაბული სინდრომის დროს სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: - მიირთვით კომბოსტო, მჟაუნა-ოქსალატები დადებითად მოქმედებს სახსრებზე.
თავი არიდეთ მარილიან საკვებს. ის ორგანიზმში წყალს აკავებს და სახსრების შეშუპებას იწვევს. - ერიდეთ რკინის შემცველ პროდუქტებს.
- სასარგებლოა კონტრასტული ჰიდროთერაპია. ის ხსნის მტევნის შეშუპებას და ანთებას. 30-წამიანი ცხელი და ცივი აბაზანების მონაცვლეობა 5-7-ჯერ საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, განსაკუთერებით ღამით, როცა ტკივილი გაუსაძლისია.
- მდგომარეობას ამსუბუქებს კვალიფიციური აკუპუნქტურა.
- არსებობს სპეციალური სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი შესასრულებელია.