ხალხური რეცეპტი კიდურების დაბუჟების წინააღმდეგ. ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა!

ხალხური რეცეპტი კიდურების დაბუჟების წინააღმდეგ. ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა!
კიდურების დაბუჟება - ძალზედ მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. ეს პრობლემა შეიძლება განპირობებული იყოს ისეტი დაავადებებით, როგორებიცაა: ართრიტი, არტროზი, ოსტეოქონდროზი და ა.შ.

თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდით განიცდით კიდურების დაბუჟებას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! ამ სიმპტომს ხანდახან ძლიერი ტკივილებიც ახლავს თან. ხალხური მედიცინა გვთავაზობთ რამდენიმე მარტივ და იაფ საშუალებას ამ სიმპტომისა და მისგან გამოწვეული ტკივილების შესამსუბუქებლად.

როგორ ვუმკრუნალოთ კიდურების დამუჟებას

1. ძიძო (Melilotus officinalis)
ფიტოთერაპევტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კიდურების დაბუჟების სამკურნალო საუკეთესო საშუალება მცენარე ძიძოა. ჩაყარეთ მდურაღე წყლით სავსე ჭიქაში 1 ჩ.კ ეს მშრალი ბალახი და დააყოვნეთ 10 წუთით. ეს სასმელი უნდა მიირთვათ 2 დღის განმავლობაში დღე-ღამის განმავლობაში 2 ჭიქის ოდენობით.

2. კონტრასტული აბანოები
მოათავსეთ ხელები ან ფეხები გარკვეული დროით ჯერ ცივ წყალში, ხოლო შემდეგ - ცხელ წყალში. გააკეთეთ ეს პროცედურა ღამით 15 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაიზილეთ პრობლემური ადგილი გამახურებელი მაზით და გაეშურეთ ლოგინისკენ. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 10 დღეს.

3. ქაფურის მალამო
ჩაამატეთ ქაფურ მალამოში რამდენიმე წვეთი ევკალიფტის ეთერზეთი. შეიზილეთ მიღებული საშუალება დაბუჟებულ კიდურებზე დაძინების წინ. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 დღეს.

4. სპორტული ტანვარჯიში
ტანვარჯიში არაჩვეულებრივია ხელის მტევნისა და თითების დაბუჟების დროს. აწიეთ ხელები მაღლა, შეკარით მუჭი და სწრაფადვე გაშალეთ ის. გაიმეორეთ ხელების ეს ვარჯიში 80-ჯერ, შემდეგ გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ ვარჯიში. ამ გზით თქვენ შეძლებთ ზედა კიდურებისთვის სისხლის მიწოდებას და ტკივილის მოხსნას.

5. ტიბეტელი ბერების მეთოდი
ეს მეთოდი ასევე არაჩვეულებრივია ხელის მტევნისა და თითების დაბუჟების დროს. აიღეთ პატარა ჭურჭელი, ჩაასხით მასში არც თუ ისე ცხელი წყალი. ხელის მტევნით რბილად დააწექით წყლით სავსე ჭურჭლის ფსკერს და ნელ-ნელა მოუმატეთ დაწოლის ძალას. ეს პროცედურა არაჩვეულებრივია ტკივილისა და დაბუჟების მოსახსნელად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს!