ნერვის მიჭყლეტა: 3 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელიც დროულად უნდა გამოავლინოთ

ნერვის მიჭყლეტა: 3 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელიც დროულად უნდა გამოავლინოთ
ასაკთან, ჩვენი ორგანიზმი იცვითება: კუნთები და ძვლები სუსტდება, გვტკივა სახსრები. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ უფროს ასაკში მკურნალობას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. საშუალო და უფროს ასაკში ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლავთ - ნერვის მიჭყლეტა, რომელსაც ტკივილი ახლავს.

რას ნიშნავს ნერვის მიჭყლეტა?

ნერვის მიჭყლეტა ხდება მაშინ, როდესაც ნერვული განტოტება იჭყლიტება მალთაშუა დისკით ან კუნთებით. ხშირად ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი დიდ ხანს იმყოფება ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ეს ეხება მჯდომიარე სამსახურსაც მათ შორის.

სიმპტომი #1: ირადირებული ტკივილი

ნერვის მიჭყლეტისას ტკივილი სხეულის ცაკლე ნაწილებს გადაეცემა. მაგალითად, თუ ეს კისერში ხდება, შესაძლოა მხარი ან ხელები აგტკივდეთ. თუ წელის არეში ”მიიჭყლიტა” ნერვი, ტკივილი ფეხებში იწყებს ირადირებას. ყველაზე ხშირად წელის არეში ხდება ნერვის მიჭყლეტა, რადგან მასზე დიდი დიდი დატვირთვა მოდის.

სიმპტომი #2: ”ნემსის ჩხვლეტის” შეგრძნება


კიდევ ერთი საკმაოდ ზუსტი სიმპტომი, რომელიც ნერვის მიჭყლეტაზე მიუთითებს - ტკივილი, რომლის დროსაც გეჩვენება, თითქოს მტკივან ადგილას ნემსი გჩხვლეტს. ამ უსიამოვნო შეგრძნებას თან სდევს დაბუჟება და ანთება.

სიმპტომი #3: კუნთების სისუსტე


კისრისა და მხრების არეში ნერვის მიჭყლეტა იწვევს კუნთების სისუსტეს და უსუსურობასაც კი. მაგალითად, ხელები არ გემორჩილება და მსუბუქ საგნებსაც ვერ იკავებს. კუნთებში დაძაბულობა გრძნობა.

სიმპტომი #4: ტკივილი ძლიერდება ძილის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მიჭყლეტის დროს ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი აქტივობის ან ხალგრძლივი დასვენების შემდეგ. ვისაც ეს უგრძვნია, იცის, რომ უბრალო თავის მობრუნებაც კი ძალიან მტკივნეულია.

როგორ მოვიქცეთ?

ეს გახლავთ საკვანძო შეკითხვა და მასზე პასუხი თვალნათელია: აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია ბლოკირების მოხსნა და სწორი მკურნალობის დანიშვნა!