შინაურული ნიღბები, რომლებიც კვებავს, ანოტივებს და არბილებს ტუჩებს
როდესაც სახის კანის მოსავლელი პროცედურების ჩატარებას იწყებთ, არც ტუჩები უნდა დაივიწყოთ, ისევე, როგორც სახის კანზე, ტუჩებზეც მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები - მზე, ქარი, ყინვა. ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ დაფარავს.
- ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჟნისა და ხაჭოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი გადაისვით.
- თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გავქთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1 ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს ნიღაბი აუცილებლად დაგირბილებთ ტუჩებს.
- თუ ამგვარი ნიღბის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, მაშინ, უბრალოდ, თაფლი გამოიყენეთ.
ტუჩების ვარჯიში: - ტუჩები წინ წამოსწიეთ და პირი ოდნავ გააღეთ. შემდეგ დამუწეთ და ტუჩები მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
- ქვედა ყბა რიგრიგობით ამოძრავეთ მარჯვენა და მარცხენა მიმართულებით. ვარჯიში 10-20-ჯერ გაიმეორეთ.
- ტკბილი ვაშლი გათალეთ და წვრილად გახეხეთ. 1 ჩ/კ შეურიეთ ნახევარი ჩ/კ რბილი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 15 წუთით. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ბანანი, ხურტკმელი, გარგარი, ნესვი, საზამთრო, კიტრი, ჭარხალი. ასეთი ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.
- მშრალი ტუჩებისთვის, რომლებიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითის ბოლოებით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.