მასტოპათია სელმა მომირჩინა...

მასტოპათია სელმა  მომირჩინა...
მქონდა დიფუზური მასტოპათია. ოპერაციაზე უარი ვთქვი. ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებებით მემკურნალა და თვითონვე მომიტანა სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი რეცეპტები. მათი მეშვეობით დავამარცხე დაავადება. ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად ვიკეთებდი კომპრესებს და ვსვამდი ბალახების ნაყენს. ექიმმა, რომელმაც შეიტყო, რომ მცენარეებით განვიკურნე, მითხრა, ბედმა გაგიღიმა, რადგან ორგანიზმზე მცენარეთა ზემოქმედება ინდივიდუალურიაო.

აი ჩემი რეცეპტი:
  • 1 ს/კ სელის თესლი 1ჩ/ჭ წყალში წამოადუღეთ, შეაგრილეთ, დაასველეთ შიგ ბამბა და მტკივან ადგილას დაიდეთ.

    გარდა ამისა, აღმოვაჩინე, რომ თუ სელის მარცვლებს ცოტაოდენ მდუღარე წყალს დაასხამთ და რამდენიმე საათით გააჩერებთ, გამოყოფს სასარგებლო ლორწოს. ეს დარბილებული მასა გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ მკერდზე. სასარგებლოა კომბოსტოს ფურცლის დაფენაც. ყოველ მეორე დღეს ვამზადებდი ასეთ ნარევს: წყალში გაქნილი ჭვავის ფქვილის ფაფას ვუმატებდი ალოეს წვენს ან გახეხილ ფოთლებს და თაფლს. პროპორციებს ზუსტი დაცვა არ სჭირდება. ასე ვიდებდი ყოველდღიურად ხან ერთ, ხან მეორე საფენს, თან ვსვამდი ძალიან გემრიელ წამალს, რომელსაც თავად ვამზადებდი:

  • 2 კგ ნიგოზს ვატარებდი ხორცსაკეპში, ვამატებდი ყავის საფქვავში დაფქულ კაკლის უღელს, 50 გრ არყის ხის კვირტს და 1ს/კ ასისთავას. ვურევდი, ვათავსებდი შუშის ქილაში, ვასხამდი 0,5 ლ არაყს, ვუმატებდი თითო სუფრის კოვზ თაფლსა და ალოეს წვენს. ვდგამდი 12 დღით, დროდადრო ვურევდი. ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში 3-ჯერ. ნაზავი რომ გათავდება, რამდენიმე თვე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეორეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი