ყველაზე ეფექტური, ხალხური რეცეპტები ჩიყვის აღმოსაფხვრელად
ჩემი სიძე სამსახურიდან სულ გაღიზიანებული ბრუნდებოდა, ბოლოს სულაც მიატოვა, რა ვქნა, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებსო, იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც შინ იჯდა, 10 კილოგრამი მაინც დაიკლო, დასჩემდა თავის ტკივილი, მაჯის აჩქარება, დღე-ღამეში 3-4 საათი თუ ეძინა, ჭამითაც თითქმის არაფერს ჭამდა. ბოლოს შევშფოთდითდა ექიმთან წავიყვანეთ. გამოგვიცხადა, თქვენს სიძეს ნევრასთენია სჭირსო და ანტიდეპრესანტებით დაუწყო მკურნალობა, მაგრამ არ უშველა. სხვა ექიმთან წავიყვანეთ და მის უსიამოვნებათა ნამდვილი მიზეზიც შევიტყვეთ - ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. ენდოკრინოლოგმა წამლები დაუნიშნა და დასასვენებლად სოფელში გავგზავნეთ. სოფლიდან დაბრუნებული ვეღარ ვიცანით - დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო,აღარც მწარე-მწარე სიტყვებით გვწამლავდა უწინდებურად. დავინტერესდით, რა მოხდა, რადგან ვიცოდით, წამლებს ისევ სვამდა. აღმოჩნდა, რომ სოფელში ერთი ბებოს ნასწავლებ ნაყენს სვამდა. გამოვიძიეთ ამ ნაყენის რეცეპტი და სიამოვნებით გთავაზობთ:
- ერთმანეთში უნდა აურიოთ თანაბარი რაოდენობის სვიის გირჩა, შავბალახა და თავშავა, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე, დადგათ და 30 წუთის შემდეგ გადაწუროთ.
ნაყენი დღეში ორჯერ - დილა-საღამოს უნდა დალიოთ.
ასევე ეფექტურია: - აიღეთ ერთი ჭიქა დაფქული წიწიბურა, ერთი ჭიქა გატარებული ნიგოზი და ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით მინის ჭურჭელში. კვირაში ერთი დღე საკვების ნაცვლად 1-2 კოვზი ეს ნარევი უნდა მიიღოთ ჩაი და წყალი შეგიძლიათ სურვილისამებრ სვათ.
პროფილაქტიკის მინიმალური კურსია 6 კვირა. თუ თავს ცვლილებები ვერ შეატყვეთ, კურსი გაიმეორეთ. - აიღეთ ნორჩი, ჯერ კიდევ მწვანე კაკალი, ზომით - ლობიოს მარცვალზე ოდნავ მოზრდილი. ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ სახურავი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას. ყოველდღე გადაყლაპეთ თითო ცალი - ისე, როგორც ტაბლეტებს ყლაპავთ. მკურნალობის კურსი 25 დღეა. შეგიძლიათ, ნაყოფი ჩრდილში გამოაშროთ და შეინახოთ, რათა მკურნალობა ზამთარშიც გაიმეოროთ.