მეჭეჭების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

მეჭეჭების მკურნალობა  ხალხური საშუალებებით
მეჭეჭები პატარა, მაგარი ხორცმეტებია, რომლებიც ვითარდება კანზე. კოჟრის მსგავსი მეჭეჭი ძირითადად ვითარდება ფეხის ტერფის ძირზე. თუ მეჭეჭი გაღიზიანებთ, ან დისკომფორტს გიქმნით არსებობს მისი სამკურნალო სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ.



  • ქრისტესისხლა. ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენი მეჭეჭზე დღეში 2-ჯერ წაისვით.

  • ნიორი. ყოველდღე მეჭეჭი ნივრით დაიზილეთ.

  • მაგნეზიის ფხვნილი. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე, დილა-საღამოს, ჭამის წინ მიიღეთ მაგნეზიის ფხვნილი. დოზა დანის წვერზე მოთავსებული ფხვნილი.

  • საბავშვო მეჭეჭები ადვილად სცილდება ხელოვნური ყინულით, რომელშიც ნაყინს ინახავენ. ყინულის ნატეხი ნაჭერში შეახვიეთ და მიადეთ ბავშვს მეჭეჭზე, რამდენ ხანსაც ყინულს გაუძლებს. რამდენიმე სეანსის შემდეგ მეჭეჭი გაქრება.

  • ძალიან ფრთხილად, ყოველ საღამოს, ძილის წინ პიპეტით დავაწვეთოთ მეჭეჭზე ძმარმჟავა. საკმარისია ერთი წვეთი. ძალიან მალე მეჭეჭი მოგცილდებათ.

  • მეჭეჭის მოსაცილებლად უნდა დაიდოთ ღიღილოს დანაყილი თესლი.

  • 50 მლ თბილ წყალში გახსენით 10 გ მარილი. ხსნარში ჩადეთ ქლიავის რბილობი და 24 საათი ასე გააჩერეთ. შემდეგ წყალში გადაასხით, რბილობი დააქუცმაცეთ, დანაყეთ, 15 მლ ძმარი დაამატეთ და 24 საათით მეჭეჭზე დაიდეთ.

სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი