სახსრების, ხერხემლის თიაქრის, ნაღრძობი ფეხის მალამო. შედეგს მეორე დღესვე შეაჩნევთ

სახსრების,  ხერხემლის  თიაქრის,  ნაღრძობი ფეხის მალამო. შედეგს მეორე დღესვე შეაჩნევთ
მისი გამოყენება მარტივია: მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილას. შედეგს მეორე დილითვე შეამჩნევთ, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ საერთოდ დაივიწყებთ პრობლემას. მათთვის ვისაც გულის ან სხვა ორგანოების პრობლემები აქვს და წამლის მიღება საზიანოა, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოადგება.

როგორ მოვამზადოთ მალამო? ამისათვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
  • 5 აბი ნახშირი
  • 5 წვეთი წყალი
  • 1 ს/კ სოჭის ზეთი
  • 3 ს/კ ნატურალური თაფლი

მომზადების წესი:
5 აბი ნახშირი გახსენით 5 წვეთ წყალში, მოურიეთ კბილის ჯაგრისით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თუ ზედმეტად ბლანტი გამოვიდა, დაუმატეთ კიდევ 2 წვეთი წყალი, მაგრამ არ გადაამეტოთ, რადგან ის ცუდად იხსნება ზეთში. მიღებული ნახშირის ნარევს დაუმატეთ 1 ს/კ სოჭის ზეთი, 3 ს/კ ნატურალური თაფლი და კარგად მოურიეთ. გამზადებული მალამო გადაიტანეთ შუშის თავსახურიან ქილაში და, სანამ პრობლემურ ადგილებზე წაისვამთ, კარგად მოურიეთ.
გამოყენების წესი: მალამო თხელ ფენად დაიტანეთ პრობლემურ ადგილას, მსუბუქად დაიმასაჟეთ და დაიდეთ ქაღალდის ხელსახოცი.

შენიშვნა: არ წაისვათ მალამოს სქელი ფენა, რადგან სოჭის ზეთმა შესაძლოა კანზე საღებავის ლაქა დატოვოს. მალამო შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი