ხალხური მალამო 7 დაავადების სამკურნალოდ! - შედეგი გარანტირებულია

ხალხური მალამო 7 დაავადების სამკურნალოდ! - შედეგი გარანტირებულია
ამ მალამოს მომზადების რეცეპტი საკმაოდ მარტივია, სამაგიეროდ ეფექტურობით დარჩებით გაკვირვებული. ამ ხალხური საშუალების რეცეპტი სრულიად ნატურალურია, ის ფლობს გასაოცარ სამკურნალო თვისებებს. ხშირად სააფთიაქო მედიკამენტები ბევრად ნაკლებ შედეგს გვაძლევენი ვიდრე მცენარეული საშუალებები, სწორედ ამიტომ FPAPARAZZI-ს რედაქცია დღეს სემოგთავაზებთ მალამოს რეცეპტს რომელიც 7 დაავადებისას გამოიყენება.

თუ აგტკივდათ წელი, გაწუხებთ ხერხემლის თიაქარი, გადაგიბრუნდათ ფეხი, გტკივათ სახსრები - სცადეთ წაისვათ ეს მალამო და ზევიდან გადაიფაროთ ქაღალდის ხელსახოცით, შეიხვიეთ მსუბუქად, ნუ გამოიყენებთ კალკას ან პოლიეთინენს რადგან აპლიკაცია უნდა სუნთქავდეს. ამ მალამოს ძილის წინ წასმის შემდეგ, დილით ტკივილები შემსუბუქდება, ხოლო რამოდენიმე დღეში საერთოდ გაყუჩდება.


ინგრედიენტები:
  • 5 აბი მუმიე
  • 1 სუფრის კოვზი სოჭის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:
თავდაპირველად გახსენით მუმიეს 5 აბი 5 წვეთ წყალში, ურიეთ კბილის ჯაგრისით სრულ გაზავებამდე, შეეცადეთ აბების გრანულები ბოლომდე დაშალოთ, თუკი ნაზავი ზედმეტად სქელია დაუმატეთ კიდევ 2 წვეთი წყალი, თუმცა უნდა შეეცადოთ წყალი რაც შეიძლება ნაკლები გამოიყენოთ, რადგან ის შემდეგ რთულად უერთდება ზეთს და საბოლოო პროდუქტის შეკვრაში შეგიშლით ხელს.

შეურიეთ ეს სამი ინგრედიენტი და თქვენი სამკურნალო მალამო მზად არის. ის უნდა მოათავსოთ შუშის ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსახური, გამოყენების წინ კი უნდა გადაურიოთ.

ეს მალამო კანზე ძალიან თხლად უნდა წაისვათ, დაახლოებით ერთი მილიმეტრის სისქეზე და შეიზილოთ კანში, სქელი ფენის გამოყენების შემთხვევაში ეფექტი უკეთესია თუმცა მან შესაძლოა კანის დაწითლება გამოიწვიოს სოჭის ზეთის გამო, დამუშავებულ არეზე უნდა დაიფინოთ ქაღალდის ხელსახოცი.