აკადემიკოსი უგლოვის თქმით, არ არსებობს ორგანიზმი, რომელიც არ ზიანდება სპირტიანი სასმელების მიღებისგან
ფიოდორ უგლოვი იყო პირველი, ვინც საბჭოთა კავშირში ჩაატარა ურთულესი ოპერაციები გულზე, საყლაპავზე და ფილტვებზე. მან გამოიგონა გულის ხელოვნური სარქველი და მისი დამზადების მეთოდი.
1983 წელს აკადემიკოსი უგლოვი წარსდგა თავისი საკულტო მოხსენებით "ალკოჰოლი და ტვინი." ეს არ გახლავთ მოთხრობა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება დალევა. იგი ნამდვილად ღირებული ინფორმაციაა, რომელიც გამყარებულია არგუმენტებით და კვლევებით. აუცილებლად გააცანით ეს სტატია 16-20 წლის ახალგაზრდებს. სწორედ ამ ასაკში იწყებს ადამიანი ალკოჰოლის მოხმარებას, რასაც არც თუ იშვიათად მიყავს იგი მოწამვლამდე.
ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე
ყველა ორგანოს ადგება ზიანი ალკოჰოლის მიღებისას, მაგრამ ყველაზე მეტად ტვინს. ეს გასაგებიცაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ტვინში ხდება ყველაზე მეტად მისი დაგროვება. მაგარი გარსი დაჭიმულია, რბილი გარსი კი შუპდება და სისხლძარღვები ფართოვდება. ხდება ტვინის ნივთიერების კვდომა.
ალკოჰოლიზმით გარდაცვლილი ადამიანის ტვინის კვლევამ აჩვენა, ნერვული უჯრედების პროტოპლაზმასა და ბირთვში ცვლილებები გამოხატულია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის მოწამვლის დროს. თქვენ შეიძლება გააპროტესტოთ, იფიქროთ, რომ ყველაფერი რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ფიოდორ უგლოვი კი ამტკიცებდა, რომ ასეთივე ცვლილებები აღინიშნება იმ მსმელი ადამიანების ტვინში, რომელთა სიკვდილის მიზეზიც ალკოჰოლიზმი არ გახლდათ.
თავის ტვინში ხდება სისხლის ავსება, რასაც ხშირად თან სდევს სისხლძარღვების გასკდომა ტვინის გარსში და ხვეულებზე. აღწერილი ცვლილებები შეუქცევადია. ამაში მდგომარეობს ალკოჰოლის ყველაზე დიდი მავნებლობა.
ტვინის უჯრედების ჟანგბადით მომარაგება წყდება ერითროციტების შეწებებით. ამგვარი ჟანგბადის შიმშილი, თუ ის გაგრძელდა 5-10 წუთი, გამოიწვევს ნეკროზს - ტვინის უჯრედების შეუქცევად დაკარგვას. რაც უფრო მაღალია ალკოჰოლის კონცენტრაცია სისხლში, მით უფრო მეტი ტვინის უჯრედი კვდება. ზომიერად მსმელების გაკვეთამ აჩვენა, რომ მათ ტვინში არის მკვდარი კორტიკალური უჯრედების მთელის სასაფლაო. დამეთანხმებით, რომ ზომიერად მსმელებს შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანების უმრავლესობა.
თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილება ხდება ალკოჰოლის მოხმარების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში. ამ ფაქტის დასამტკიცებლად გამოიკვლიეს 20 ადამიანი. 5 მათგანს გამოუვლინდა გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება ჩვეულებრივი საუბრის დროსაც. ყველას აღმოაჩნდა ტვინის ატროფიის აშკარა ნიშნები.
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ მსმელ ადამიანებს ნაადრევად ემართებათ სენილური დემენცია, თუმცა არა მარტო ალკოჰოლიკებს.
1975 წელს ალკოჰოლი აღიარებულ იქნა ნარკოტიკად. საკმარისია ადამიანებს მოუწოდოთ ზომიერი სმისკენ და უთხრათ, რომ ეს უვნებელია, ისინი დიდი მონდომებით შეასრულებენ თქვენ რჩევას. უმეტესობა მათგანი კი მომავალში აკოჰოლიკადაც იქცევა. თუ თქვენ დალევთ თვეში ერთხელ და დანარჩენი დრო დაკავდებით სპორტით, ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი მაინც დამღუპველი იქნება.
ალკოჰოლი გავლენას ახდენს ტვინის ყველა ფუნქციაზე, ყველა უმაღლეს გრძნობაზე. ნებისმიერი ხელოვანი ადამიანი მისი მიღებით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თავის საქმეს, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. სევდიანია ყურება ნიჭისა, რომელიც შენ თვალწინ ქრება ამ საწამლავის ზემოქმედებისგან.
მთავარი ცვლილებები კი ვლინდება ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებასა და ხასიათში. პირველი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ მეცნიერები, ეს არის მსმელი ადამიანი მორალური დეგრადაცია, პასუხისმლებლობებისა და ვალდებულებების, სხვა ადამიანებისა და თავად ოჯახის წევრების მიმართ სრული გულგრილობა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძაღლებიც კი ამჩნევენ ასეთ ცვლილებებს და ერჩიან მთვრალ ადამიანებს.
ალკოჰოლის მასიური მიღების შედეგად ადამიანებს სულ უფრო ემჩნევათ ნაადრევი დეგრადაცია, იზრდება დეგენერაციული ბავშვების რაოდენობა - ხალხის გამოთაყვანება. კაცობრიობა გულგრილად უყურებს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონის დაუნდობელი განადგურება.
"სირცხვილი მათ, ვინც ამბობდა, რომ სიფხიზლე წარმოუდგენელია და ის არ მიიღწევა აკრძალვებით. სანახევრო ზომები კი არ არის საჭირო ამის აღმოსაფხვრელად, არამედ ერთი მტკიცე გადაწყვეტილება - ამოღებულ იქნას ალკოჰოლი თავისუფალი მოხმარებიდან სამუდამოდ! თავად ხალხში უნდა გამოვაღვიძოთ ცნობიერება, რომ მან ნებით თქვას უარი ალკოჰოლზე" - წარმოთქვა აკადემიკოსმა უგლოვმა მოხსენების დასასრულს.
ყველაფერი იწყება ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებით. შემდეგ ის გადადის დამღუპველ ჩვევაში. ისიც ნათელია, რომ სპირტიანი სასმელების გარშემო დიდი ფული ტრიალებს ოდითგანვე. ისინი ყოველთვის იდება თაროებზე და იქნება ხელმისაწვდომი.
უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ გყავთ ოჯახი, შვილები, მშობლები, რომელთა გამოც ღირს ჯანსაღი წესით ცხოვრება.