5 პროდუქტი, რომელიც აფერხებს ტვინის მუშაობას და ზღუდავს გონივრულ შესაძლებლობებს. მშობლებო, ყურადღებით!

5 პროდუქტი, რომელიც აფერხებს ტვინის მუშაობას და ზღუდავს გონივრულ შესაძლებლობებს. მშობლებო, ყურადღებით!
გაქვთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და გიჭირთ კონცენტრირება? ალბათ თქვენ უკვე იცით, რომ ავოკადო, მოცვი და შავი შოკოლადი ააქტიურებს ტვინის მუშაობას, თუმცა რამდენად იცოდით, რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებსაც ძალზედ უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე?


თუ გსურთ, რომ ყოველთვის გამოირჩეოდეთ საღი გონებით, შეზღუდეთ იმ პდორუქტების სია, რომლებიც ჩვენი ტვინის აქტივობას აბრკოლებს, აფერხებს.

პრუდუქტები, რომლებსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ტვინისთვის
  • მარილი
    თუ სისხლში ნატრიუმის მაჩვენებელი დაშვებულ ნორმაზე მაღალია, ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც აფერხებს ჩვენი ტვინის მუშაობას.

  • შაქარი
    გადაჭარბებული დოზით შაქრის მიღება ზიანს მხოლოდ ჩვენს ფიგურას ნამდვილად არ აყენებს. ყურადღების დეფიციტის სინდრომი, გართულებები სწავლის დროს და გაფანტული გონება ''ტკბილი'' ცხოვრების თანამგზავრია.

  • ცხოველური ცხიმები
    ცხიმიან ხორცში ძალზედ მაღალია დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის შემცველობა. ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება პროვოცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას. არტერიის ემბოლია და ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხება - აი რა გელით, თუ არ მოუკლებთ ღორის ცხიმიანი სტეიკების ჭამას.

  • სუხარი და ჩიფსები
    გადაჭარბებული რაოდენობით ამ ორი პროდუქტის მიღება პირდაპირი გაგებით წამლავს ტვინს. მსგავსი საკვები აფრხებს ტვინის მუშაობას და ზღუდავს გონებრივ შესაძლებლობებს. მშობლებო, ფრთხილად იყავით!

  • ალკოჰოლი.
    ჩვენს ტვინზე ალკოჰოლის დამღუპველი გავლენის შესახებ ალბათ ყველას სმენია. კიდევ უფრო დიდი საშინელება ის ფაქტია, რომ ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება თქვენს მომავალ შვილებზეც აისახება. ერთჯერადად ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებიც კი აფერხებს ტვინის აქტივობას.

რა თქმა უნდა, გონივრული რაოდენობით ამ პროდუქტების მიღება თქვენს ტვინს არაფერს ავნებს, უბრალოდ აუცილებელია იცოდეთ ზომიერება. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, რათა მათ თავიდან აირიდონ და დაიცვან საკუთარი შვილები ამ პრობლემებისგან.