5 საშინელი შედეგი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას მოსდევს. თქვენ ეს არ იცოდით!

5 საშინელი შედეგი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას მოსდევს. თქვენ ეს არ იცოდით!
ჩვენს ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის შესახებ ჯერ კიდევ სკოლაში გვიყვებოდნენ. დღეს ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ და გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც გადაღებულია იმ ადამიანების გაკვეთის შემდეგ, რომლებიც ამ საშინელი დაავადებისგან იტანჯებოდნენ.

ალკოჰოლიზმის შედეგები

1. გული
სისტემატიურად ალკოჰოლის მოხმარებას დროთა განმავლობაში მივყავართ კარდიომიოპათიამდე - დაავადება, რომლისთვისაც გულის კუნთის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევაა დამახასიათებელი.

ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო, ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარების შედეგად, კარგავს საჭირო რიტმში შეკუმშვის უნარს. ამ პრობლემით შეპყრობილ ადამიანს ხშირ შემთხვევაში აღენიშნება გულის კედლების გაფართოება, კარდიოსკლეროზი და მიოკარდიუმის ცხიმოვანი დეგენერაცია.



2. ღვიძლი
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების 95% იტანჯება ცხიმოვანი ჰეპატოზისგან. ცხიმოვან ჰეპატოზს, როგორც წესი, მოჰყვება ფიბროზი, ხოლო შემდეგ ღვიძლის ციროზი.

5 საშინელი შედეგი, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას მოსდევს. თქვენ ეს არ იცოდით!

3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
სისტემატიურად ალკოჰოლის მოხმარებას მივყავართ კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიამდე. ეს დაავადება გასტრიტის ერთ-ერთი სახეობაა და მიუთითებს კიბოსწინარე მდგომარეობაზე.



4. თავის ტვინი
ალკოჰოლს დამღუპველი გავლენა აქვს თავის ტვინის უჯრედებზე. სისტემატიურად ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება მიგვიყვანოს ალკოჰოლური ენცეფალოპათიის განვითარებამდე.



5. ფსიქიკური გაღიზიანება
სამწუხაროდ, ალკოჰოლზე დამოკიდებულობის დროს ფსიქიკური გაღიზიანება გარდაუვალია. ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარების შედეგად დროთა განმავლობაში ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: თეთრი ციებ-ცხელება, ალკოჰოლური ჰალუცინოზი და ალკოჰოლური პარანოიდი.



ჩვენი მიზანია გაგაფრთხილოთ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს სისტემატიურად ალკოჰოლის მოხმარებამ. რა თქმა უნდა, 1 ჭიქა ღვინო ან ლუდი ჩვენს ჯანმრთელობას არაფერს ვნებს, თუმცა სამწუხაროდ, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რის გამოც არ ღირს ამ ინფორმაციისთვის გვერდის ავლა. აუცილებლად მოუყევით თქვენს მეგობრებს, თუ რამდენად საზიანო და მავნებელია ალკოჰოლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის!