ღვიძლის პაშტეტები ამ პასტის წინაშე გადაიწევენ მეორე რიგში. გააოცე სტუმრები
უგემრიელესი კერძები უკვე ძალიან დიდი ხანია გამოგონებულია, გადარჩეული და ნაციონალიზირებულია მსოფლიოს წამყვანი სამზარეულოების მიერ, მაგრამ არა FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს კერძი მუხუდოსაგან. გასტრონომიული სფეროს სპეციალისტები დიდი ხანია დავობენ რომელ კულტურას მიეკუთვნება იგი.
საუბარია ჰუმუსზე. ჰუმუსი მუხუდოსაგან! ვინ წარმოიდგენდა, რომ ცხვრის მუხუდოსაგან შესაძლებელი იქნებოდა ასეთი არაჩეულებრივი ცივი კერძის მომზადება. თუ ჩავიხედავთ ისტორიაში ამ საკვებზე პრეტენზიას აცხადებენ ებრაელები, ეგვიპტელები და ბერძნები.
თავდაპირველად მუხუდოსაგან პასტა გააკეთეს ეგვიპტელებმა, ჰომეეროსს აღწერილი აქვს,, ილიადაში“, მაგრამ ახლა იგი ითვლება ებრაულ კერძად, ასეა თუ ისე ვთვლით, რომ ჰუმუსის გასაკეთებლად ცოდნაა საჭირო!
ინგრედიენტები
მომზადების წესი
საოცარია, რომ ჰუმუსმა პოპულარობა ამ ბოლო ათლეულში მოიპოვა, იგი აღიარეს ყველა კონტინენტის სამზარეულოში, მას აქვს ძალიან დიდი კვებითი ღირებულება, და გადმოუცემელი ნიგოზის გემო, შეგიძლიათ კერძი მიირთვათ პიტნით ანკვლიავთან ერთად და არ დაგავიწყდეთ რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს!

- მუხუდო 200გრ.
- ლიმონი 0,5 ც.
- ნიორი 2კბილი
- ზეითუნის ზეთი 70 მლ.ლ
- ბირბახტი (კუნჟუტი) 40გრ
- ძირა (ზირა) 1 სადილის კოვზი
მომზადების წესი
- მომზადებისას მუხუდო უნდა იყოს აუცილებლად დამბალი 48 საათის განმავლობაში
- გადაღვრეთ წყალი, გადაავლეთ წყალი, დაასხით ისევ წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 1,5 საათი, მოხადეთ ქაფი პერიოდულად.
- სანამ მუხუდო იხარშება მოამზდეთ ბირბახტის პასტა, მოხალეთ ბირბახტი დაბალ ცეცხლზერდა გააცივეთ, დააბლენდერეთ ფაფის კონსტიტენციამდე დაუმატეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და თავიდან დააბლენდერეთ.
- დაჭყლიტეთ ნიორი. შეამოწმეთ მუხუდო მზადაა, თუ არა, თუ კანი ადვილად ძვრება ე.ი მზადაა. დააბლენდერეთ ნიორთან, ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად. დაუმატეთ ბირბახტის პასტადა მარილი გემოვნებით, ისევ დააბლენდერეთ. ჰუმუსი მზადაა.