ეს ყოველდღიური ჩვევა პროვოცირებას უწევს კიბოს, სიმსუქნეს, სიბრმავეს და სხვა დაავადებებს

ეს ყოველდღიური ჩვევა პროვოცირებას უწევს კიბოს, სიმსუქნეს, სიბრმავეს და სხვა დაავადებებს
საიდუმლო არ გახლავთ, რომ ძველად ადამიანები იყვნენ უფრო ჯანმრთელები, ამტანები და გამოძინებასაც კი უკეთ ახერხებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მამლებთან ერთად იღვიძებდნენ. მაგალითად, მეგობრის ბაბუამ, ძალიან კარგმა ადამიანმა 103 წელი იცოცხლა. ჩემი კოლეგა კი მუდამ ამტკიცებს, რომ რაც უფრო მარტივია ცხოვრება, მით უფრო ჯანმრთელია ხალხი.

დღევანდელ დღეს ცხოვრება საკმაოდ რთულია: ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით სიახლეებს, ვეჭიდებით ახალ მწვერვალებს, ვითვისებთ აქამდე წარმოუდგენელ გაჯეტებს. თითქოს და, აი, ეს არის მომავალი... მაგრამ რას მოგვიტანს იგი? ელექტრონული მოწყობილობები ძილს გვართმევს, ამასთან იწვევს ნერვულ აშლილობას და ჯანმრთელობის გამოუსწორებელ პრობლემებს.



ჩვენ გიამბობთ, რატომ არის ძილის ჰორმონი მელატონინი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი.

ძილის ჰორმონი

უმეტესობა ჩვენგანი მიჩვეულია ძილის წინ სმარტფონით, ნოუთბუქით ან ელექტრონული წიგნით სარგებლობას. სწორედ ძილის წინ, საწოლში გვაქვს იმის დრო, რომ ჩავიკითხოთ დაუმთავრებელი სტატიები, შევამოწმოთ ელექტრონული ფოსტა ან უბრალოდ უმიზნოდ ვათვალიეროთ Facebook.

ჩვენ შორის ყველაზე დისციპლინირებულიც კი დროდადრო აღმოაჩენს თავის თავს საწოლში სმარტფონით ხელში, უფრო ხშირად კი - ბალიშთან. რა იცი რა ხდება, იქნებ მნიშვნელოვანი ზარი ან შეტყობინება შემოვიდეს.



სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე, კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ გაჯეტების გამოყენებას ძილის წინ მოაქვს დამღუპველი შედეგები ადამიანის ორგანიზმისთვის.

როგორც აღმოჩნდა, ეს თანამედროვე და მოდური მოწყობილობები გამოსცემენ განსაკუთრებული ტიპის გამოსხივებას, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური რითმების დარღვევა. ხელოვნური სინათლის ზემოქმედება ღამის საათებში ხელს უშლის მელატონინის - ძილის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც პასუხისმგებელია ცირკადულ რითმზე.




"ტვინის მიერ მელატონინის გამომუშავება ხდება ღამით. სწორედ ეს ჰორმონი ატყობინებს ორგანიზმს ღამის დადგომას. 24 საათის განმავლობაში მელატონინი გამოსცემს სიგნალებს, რითაც გვამცნობს, რომ ძილის დროა და ამზადებს ორგანიზმს დღის რეჟიმიდან ღამისაში გადასვლისთვის."- გვიამბობს ექიმი მარიანა ფიგუეირო.

ლურჯი სინათლე კი მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს, იგი ტვინს არწმუნებს, რომ ღამე კი არა, დღეა. "მელატონინის გამომუშავების დარღვევებს იწვევს ნათელი და მუქი გამოსახულებების არარეგულარული ზემოქმედება ან გამოსხივება ყველაზე შეუფერებელ მომენტში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ცირკადული რითმის დარღვევა. აქედან მომდინარეობს უძილობა და სუსტი შრომისუნარიანობა"- განმარტავს ფიგუეირო.



თუ გაჯეტების ასეთ დაუდევარ გამოყენებას წლების განმავლობაში გააგრძელებთ, ამას შეიძლება მეტად სერიოზული შედეგები მოყვეს: იზრდება დიაბეტისადმი მიდრეკილება, გაგიჩნდებათ ზედმეტი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შესაძლოა კიბოც კი.

"მე არ ვამბობ, რომ თანამედროვე გაჯეტების გამოსხივება იწვევს კიბოს. ეს ძალიან თამამი განაცხადი იქნებოდა. მაგრამ, მერწმუნეთ, ყველა ჩენგანისთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება და ხშირად არ უნდა დავარღვიოთ ცირკადული რითმი." - ამბობს ექიმი მარიანა ფიგუეირო.

[media=https://youtu.be/_SnNV9EqeJM]

სანამ კაცობრიობას არ შეუძლია გამოსხივების მელატონინის გამომუშავებაზე ნეგატიური ზემოქმედების შეჩერება, ჩვენი რედაქცია გიამბობთ, პროფილაქტიკის მარტივ მეთოდებზე, რომლებიც დაგეხმარებათ გაჯეტების ნეგატიური ზემოქმედების შეზღუდვაში.

  1. აუცილებელი არ არის შეწყვიტოთ გაჯეტების მოხმარება ღამის საათებში, მხოლოდ დაძინებამდე 2 საათით ადრე. მელატონინი ხომ გამომუშავებას იწყებს სწორედ ძილის წინ 2 საათით ადრე. ასეთი მარტივი ხერხით თქვენ ორგანიზმს მისცემთ დროს, რომ გადაეწყოს სიფხიზლიდან ძილის რეჟიმზე.



  2. თუ ძალიან გსურთ შეამოწმოთ ფოსტა ან შეტყობინებები საწოლში წოლის დროს, ამისათვის გამოიყენეთ პატარა ეკრანის მქონე მოწყობილობა, ანუ არა პლანშეტი და ლეპტოპი, არამედ მობილური.

    "მნიშვნელოვანია სხივების (განსაკუთრებით ლურჯის) რაოდენობა, რომელიც აღწევს ბადურას. მოწყობილობა, რომელიც ასხივებს უფრო მეტ ლურჯ სინათლეს, გაცილებით ძლიერ თრგუნავს მელატონინის გამომუშავებას" - ამტკიცებს ექიმი ფიგუეირო.



  3. შეეცადეთ შეამციროთ ეკრანის სიმკვეთრე. რაც უფრო კაშკაშაა თქვენი გაჯეტის ჩვენება, მით უფრო მეტად მოქმედებს გამოსხივება მელატონინის წარმოებაზე. სიმკვეთრის დაწევით, თქვენ ამცირებთ ლურჯი სინათლის რაოდენობას. სხვათა შორის, თანამედროვე მოწყობილობებს უკვე აქვს ღამის ან კითხვის რეჟიმი. არ დაგავიწყდეთ მისი ჩართვა!



  4. სამწუხაროდ, გაჯეტები არ არის მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებიც გამოცემენ ლურჯ სინათლეს. საყვარელი სანათების ჩვეულებრივ ნათურებსაც შეუძლიათ იგივე დანაშაულის ჩადენა. თითქოს და ნამდვილ წიგნს კითხულობ, სათუთად ფურცლავ გვერდებს, მავნე გამოსხივება კი მაინც აწევს თქვენ თვალებამდე. ცადეთ გამოიყენოთ სანათები უფრო თბილ ტონებში.



  5. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამცავი სათვალეები. ოფთალმოლოგიური კომპანიები აწარმოებენ სპეციალურ დამცავ ლინზებს, რომლებიც ბლოკავენ გამოსხივებას და იგი ვერ აღწევს ბადურამდე.



  6. ბოლო რჩევა შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენთვის უმჯობესია სასეირნოდ გახვიდეთ ხოლმე დღისით, რათა ცოტა დრო გაატაროთ ბუნებრივი სხივების ქვეშ. ბუნებრივი ლურჯი სხივი სულაც არაა ცუდი, ის ხომ აუცილებელია ჩვენი ბიოლოგიური საათის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

    ლურჯი სინათლე გვატყობინებს, რომ დადგა დილა და დროა პროდუქტიულად გავატაროთ ის. სხვათა შორის, რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ ბუნებრივ სინათლეში, მით უფრო მეტად შეძლებთ მის მავნე ზემოქმედებასთან გამკლავებას ღამით.



    თუ გსურთ, იყოთ ჯანმრთელი და მხნე, შეინარჩუნოთ მხედველობა და თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებები, დაიყვანეთ მინიმუმამდე ძილის წინ გაჯეტების გამოყენების დრო და ბოლოს და ბოლოს დაიწყეთ გამოძინება. ხარისხიანი ძილი - ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია. იყავით ჯანმრთელები!