ისტორია გაბედული ადამიანის შესახებ, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერიდან გადმოხტომას გადაურჩა, მაგრამ ყველაზე სულელური გზით გარდაიცვალა 

ისტორია გაბედული ადამიანის შესახებ, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერიდან გადმოხტომას გადაურჩა, მაგრამ ყველაზე სულელური გზით გარდაიცვალა 
მთელ მსოფლიოში ცნობილია ნიაგარის ჩანჩქერი. მის ახლოს მდებარე ქალაქებში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ისინი აქ მჩქეფარე წყლის ფონზე სურათის გადასაღებად ან უბრალოდ უჩვეულო გარემოში კარგი დროის გასატარებლად მოდიან. თუმცა, ზოგიერთისთვის ეს ჩანჩქერი - ნამდვილი გამოწვევაა, სტიქია, რომლის დაპრობაც სურთ. ერთ-ერთი ასეთი გაბედული ადამიანის ისტორია გამორჩეულია...



ნიაგარის ჩანჩქერი აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს. თავისი არსით, ეს სამი სხვადასხვა ჩანჩქერია.  ჩანჩქერის სიმაღლე 53 მეტრს შეადგენს და ეს არაფერი გადახტომის დროს მჩქეფარე წყალმა თუ უფრო შორს გადაგისროლა, რომელიც ამ სიტუაციაში ნამდვილად დიდი საფრთხის შემცველია. 



პირველი ადამიანი ვინც ნიაგარას ჩანჩქერიდან გადახტა და ცოცხალი გადარჩა არის სემ პეტჩი, ცნობილი როგორც "მხტუნავი იანკი". 1829 წელს თავისი პოპულარული ნახტომის შესრულებამდე, მას უკვე შესრულებული ჰქონდა ნახტომი სხვა ჩანჩქერებიდან, ხიდებიდან, ქარხნის კედლიდან და ხომალდებიდან. ნიაგარის ჩანჩქერიდან გადმოხტომის შემდეგ ეროვნული გმირი გახდა, ამიტომ მის მიერ გამართულ სანახაობას ბევრი მაყურებელი ესწრებოდა. სამწუხაროდ, იმავე წელს მისი ნახტომი მდინარე ჟენევაში უკანასკნელი აღმოჩნდა: ის ნოემბერში გადახტა და სხეული კი მხოლოდ გაზაფხულზე იპოვეს.

ასეთი ტრიუკის გაკეთებას ვერავინ ბედავდა - გადახტე ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე და ამავე დროს ცოცხალი გადარჩე, მართლაც ძალიან მცირე შანსი იყო. ბევრი, ვინც შეეცადა ასეთი გმირობა ჩაედინა, დაიღუპა. ნიაგარას ჩანჩქერში დაღუპული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს აღწევს.  



სტიქიასთან შებრძოლება გამოგონებული ხელსაწყოთი მაცდური იდეა აღმოჩნდა. 1901 წელს ნიუ-იორკელი 63 წლის სკოლის მასწავლებელი, ენი ტეილორი ნიაგარას ჩანჩქერიდან ხის კასრში ჩამჯდარი გადმოხტა. ეს მისი დაბადების დღე იყო და ეს ნაბიჯი ფულის უკმარისობამ გააბედინა. 

მან გამოიყენა ორიგინალური კონსტრუქციის კასრი, მუხისა და ლითონის დეტალებით გაკეთებული. კასრის შიგნით ლეიბი იყო. როცა ენი კასრიდან ამოიყვანეს, ის სულ სისხლში იყო, თუმცა მისი ერთადერთი ჭრილობა თავზე ნაკაწრი იყო. მაშინ ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა: "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შევეცდები სხვა ადამიანებს ასეთი ნახტომის გაკეთება გადავარწმუნო... ქვემეხში უფრო ჩავძვრები, რომელიც მზად იქნება ნაწილებად გამწყვიტოს, ვიდრე კვლავ ჩანჩქერიდან გადვმოხტები".

მაშინ, ენიმ მართლაც ბევრი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მათი შენარჩუნება ვერ შეძლო: მისმა მმართველმა კასრი მოიპარა და გაიქცა, რის გამოც მთელი თავისი ქონება დეტექტივებში დახარჯა, რომლებმაც საბოლოოდ ვერავინ იპოვეს. 



10 წლის შემდეგ, ბრიტანელი ბობი ლიჩი, რომელსაც ენის სიტყვები მოსვენებას არ აძლევდა, ასეთივე ტრიუკი ჩაატარა. ბობი ცირკში კასკადიორად მუშაობდა და ყველას არწმუნებდა, რომ თუ ვიღაც ქალმა ეს შეძლო, თვითონაც შეძლებდა. ბობიმ საკუთარი კასრის კონსტრუქცია გააკეთა, ნიაგარზე გაემგზავრა და თავისი ნახტომი 1911 წლის 25 ივლისს განახორციელა. 



ბობი გადარჩა, თუმცა მან უფრო სერიოზული ტრავმა მიიღო, ვიდრე ენიმ. ბრიტანელმა ნახევარი წელი საავადმყოფოში გაატარა. მან მასწავლებლისგან განსხვავებით, თავისი ნახტომისგან სარგებელი ბოლომდე მიიღო: საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო და თავისი გამოცდილების შესახებ ლექციებს კითხულობდა, რისთვის კარგ ჰონორარს იღებდა. ასევე თავის კასრთან სურათის გადაღებაზეც ფულს ღებულობდა. 



ერთ-ერთი ასეთი სალექციო მოგზაურობის დროს ახალ ზელანდიაში, ბობის ფორთოხლის კანზე ფეხი აუცურდა და დაშავდა. როგორც აღმოჩნდა - კვლავ მოიტეხა, შემდეგ კი - განგრენა, ამპუტაცია, სისხლის დაბინძურება და სიკვდილი. 



ამ დროისთვის, აშშ-სა და კანადას ხელისუფლებამ ნიაგარას ჩანჩქერიდან ნებისმიერი ტრიუკი აკრძალა.