აირჩიეთ ჩანჩქერი და ფსიქოლოგები აგიხსნიან რისი შეცვლა გჭირდებათ სულიერი მდგომარეობის მიხედვით.

აირჩიეთ ჩანჩქერი და ფსიქოლოგები აგიხსნიან რისი შეცვლა გჭირდებათ სულიერი მდგომარეობის მიხედვით.
გთავაზობთ რედაქცია საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს. უბრალოდ აირჩიეთ ჩანჩქერი რომლის ყურებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ და თქვენი არჩევანი საკუთარ თავზე რაღაც განსაკუთრებულს გიამბობთ. თქვენს სულს მცირეოდენი ცვლილებები სურს, იცით როგორი? 

  • ჩანჩქერი № 1

    თქვენს სულს სურს, რომ ერთი თქვენი ჩვევა შეცვალოთ. თქვენ პასუხისმგებლიანი, კეთილი ადამიანი ხართ და ადამიანებს ამის გამო უყვარხართ. მაგრამ ყოველთვის სხვა ადამიანები პირველ ადგილზე არ უნდა დააყენოთ! უბრალოდ გაიგეთ რომ ყოველთვის აუცილებელი არაა სხვებს მოსწონდეთ!


  • ჩანჩქერი № 2

    თქვენს სულს სურს, რომ თქვენ შეიცვალოთ. თქვენ ყოველთვის ჭეშმარიტების ერთგული ხართ და გარშემომყოფებს ყოველთვის სიმართლეს ეუბნებით. ზოგიერთი ადამიანი სიმართლით, რომელსაც თქვენ ეუბნებით, ღიზიანდება. ყოველთვის მზად არ არიან მოისმინონ ის, რაც მოსასმენია!


  • ჩანჩქერი № 3

    თქვენს სულს სურს, რომ შეიცვალოთ ჩვევა იყოთ ძალიან გულისხმიერი. თქვენ სხვა ადამიანების ემოციებს ისე გრძნობთ, როგორც სხვა არავინ. ეს მშვენიერია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ სხვა ადამიანების გრძნობამ და ემოციამ თქვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ დაიკავოს. 


  • ჩანჩქერი № 4

    თქვენს სულს სურს, რომ ძალიან ბეჯითად მუშაობა შეწყვიტოთ. თქვენ, ბუნებრივია, შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. და ეს თქვენი ერთ-ერთი მშვენიერი თვისებაა, მაგრამ საკუთარ თავს და მოთხოვნილებებს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. დახარჯეთ უფრო მეტი ენერგია საკუთარი თავისთვის და ცხოვრების პატარ-პატარა სიამოვნებებით დატკბით. 


  • ჩანჩქერი № 5

    თქვენს სულს სურს, რომ თქვენ თვითკმარი ადამიანი გახდეთ და უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. თქვენ სიამოვნებას განიჭებთ გაცემა, მაგრამ უანგაროდ დახმარების გაწევა შეწყვიტეთ. ყოველთვის ყველაფერს აკეთებთ, რომ გარშემომყოფებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. 


  • ჩანჩქერი № 6

    თქვენს ძალიან სიმპათიური და მზრუნველი ადამიანი ხართ, ასეთი ადამიანებს თანამედროვე სამყაროში იშვიათად შეხვდებით! უბრალოდ არ დაგავიწყდეთ თქვენი ბუნებრივი მზრუნველობის და თანაგრძნობის ნაწილი საკუთარ თავსაც უწილადოთ!