უბრალოდ მოათავსეთ ბანანი მდუღარე წყალში...უკვე 10 წუთის შემდეგ ისიამოვნეთ სასმელით, რომელიც სკდება სამკურნალო მინერალებისგან!
ბანანის სარგებელი
მაგრამ არც თუ დიდი ხნის უკან ჩვენი მაღაზიების თაროებზე გამოჩნდნენ ბიოპროდუქტები (პესტიციდებისა და სინთეტიკური მინერალური სასუქების გარეშე მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია). ორგანული ხილისა და ბოსტნეულის ყიდვისას აღარ უნდა შეგეშინდეთ მათი საკვებში გამოყენება, ქერქთან ერთად.
სწორედ ამ პრინციპით მზადდება სამკურნალო ჩაი ხილის რბილეულთან და ბანანის ქერქთან ერთად. ეს სასმელი იდეალურად უხდება მათ, ვინც იტანჯება ჰიპერტონიით, უძილობით, ნერვული სისტემის და საჭმლისმომნელებელი ტრაქტის პრობლემებით.
1. წნევის დამწევი საშუალება
ბანანის ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე. ეს სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ძარღვების გაფართოებას და აწესრიგებს ორგანიზმის წყლის ბალანს.
2. უძილობის წამალი
ტრიპტოფანის, სეროტონინის და დოპამინის მაღალი შემცველობის წყალობით ბანანის ჩაი ხელს უწყობს ღამის საათებში ხარისხიან და უწყვეტ დასვენებას.
3. ნერვიული აშლილობის წამალი
დოპამინი და სეროტონინი ასევე დადებითან მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე ორგანიზმში კორტიზოლის დონის რეგულირების გზით. იმათ, ვინც იტანჯება ხშირი შფოთიანი ან დეპრესიული მდგომარეობის გამო, მართებთ თუნდაც დღეში ერთხელ ჭიქა ბანანის ჩაის დალევა.
4. საჭმლის მონელების გაუმჯობესების საშუალება
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ეს სასმელი ხელს უწყობს ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ მუსაობას. სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას, ამით არიდებენ ყაზბობას, გაბერილობას და ჭვალს.
ბანანის ჩაის მომზადებას ბევრი არაფერი არ უნდა. მთავარია, რომ ყველა კომპონენტი იყოს ნატურალური. თაფლი ჯობია იყიდოთ გადამოწმებული ადამიანებისგან, ვისაც საფუტკრე აქვს.
ინგრედიენტები:
- 2 ბანანი
- 1,5 ლ წყალი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადება:
1. ბანანი რამდენიმე ნაწილად დაჭერით ქერქის გაცლის გარეშე
2. ქვაბში აადუღეთ წყალი, შემდეგ სითხეს დაამატეთ ბანანის ნაჭრები
3. მოხარშეთ სასმელი 10 წუთი, შემდეგ აიღეთ ცეცხლიდან. როდესაც ჩაი 40 გრადუს ტემპერატურამდე გაგრილდება, დაამატეთ სითხეს თაფლი.
ბანანის სასმელი შეიძლება მოიხმაროთ ჩვეულებრივი ჩაის მაგივრად (მაგრამ არა უმეტეს 3 ჭიქა დღეში). ეს სასმელი ასევე მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას. სწორედ ამიტომ, ვისაც გახდომა სურს, რეკომენდირებულია არა მარტო ჩაის დალევა, არამედ ბანანის ქერქის ჭამაც.
გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ! არ დაგავიწყდეთ ამ საოცარი სასმელის რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება.