ბანანის ქერქი სუპერპროდუქტია! მის ქერქში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა.
აღმოჩნდა, რომ ბანანის ქერქი სუპერპროდუქტია. ბანანის ქერქში უამრავი სასაგებო ნივთიერებაა. უპირველეს ყოვლისა უჯრედისი, რომელიც ნაწლავის ფუნქციას არეგულირებს. გარდა ამისა მაგნიუმი, კალიუმი, ცილა და ვიტამინები - A, C, B6, B12.
A ვიტამინი კბილებისა და რბილი ქსოვილებისათვის აუცილებელი კომპონენტია, B6 - განამტკიცებს იმუნურ სისტემას, გულსა და ტვინს ნორმალურ ფუნქციას უნარჩუნებს, არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, B12 ვიტამინი კი თავის ტვინისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია.

- ბანანის ქერქში უხვადაა პოლიფენოლები და კაროტინოიდები, რომლებიც აძლიერებს მეტაბოლიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანანის ქერქი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი იწვევს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ბანანის ქერქში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
- სულ ახლახან ბანანის ქერქში აღმოაჩინეს სეროტონინი - ჰორმონი, რომელიც აუმჯობესებს გუნება - განწყობას. ქერქში უხვადაა ლუთეინიც, რომელიც აფერხებს კატარაქტის განვითარებას და მაკულარულ დეგენერაციას.
თუმცა საყურადღებოა დიეტოლოგთა განცხადება - ბანანებს აქტიურად ამუშვებენ პესტიციდებით, შესაბამისად, სასურველია საკვებად გამოვიყენოთ ორგანული ბანანები ან გამოყენებამდე საგულდაგულოდ გავრეცხოთ ისინი. - ბანანის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად მოხარშული ან გამომშრალი ( ჩირის ) სახით.