ამერიკაში ბავშვი დაიბადა ემბრიონისგან, რომელიც 24 წელი გაყინული ჰქონდათ

ამერიკაში ბავშვი დაიბადა ემბრიონისგან, რომელიც 24 წელი გაყინული ჰქონდათ
საახალწლო საჩუქარი, რომელიც წელს თინა და ბენჯამინ გიბსონებმა მიიღეს, მათ არასდროს დაავიწყდებათ. მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჰყოლოდათ ბავშვი, ბოლოს მშობლები გახდნენ. და არა მხოლოდ მშობლები, არამედ ჩემპიონები. შვილი, რომელიც ახლა სამყაროს მოევლინა, ჩაისახა 24 წლის წინ (ეს არის აბსოლუტური რეკორდი) და იყო გაყინული, ემბრიონის განაყოფიერება კი მეოთხედი საუკუნის შემდეგ მოხდა. სხვათა შორის, დედა თავის გოგოზე ერთი წლით "უფროსი" აღმოჩნდა!



"ჩვენ შეიძლება მეგობრები ვყოფილიყავით", - ამბობს თინა გიბსონი ქალიშვილი ემას შესახებ. თუმცა, აქვე ამატებს, რომ ასეთი ბავშვი რეკორდის გამო არ გაუჩენია. უბრალოდ მას მეუღლესთან ერთად შვილის ყოლა ძალიან უნდოდა. საინტერესოა, ისეთ ბავშვებს როგორიცაა ემა უწოდებენ "თოვლის გუნდას", რადგან ემბრიონები მრავალი წლის განმავლობაში გაყინული აქვთ. 24 წელი ეს მაქსიმალური მაჩვენებელია. ადრე წარმატებით დაიბადა ბავშვი ემბრიონისგან, რომელიც 20 წელი გაყინული ჰქონდათ. 



სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორივე გადარჩენილი ემბრიონი ერთი და იმავე დონორისგან იყო აღებული და ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან სტატისტიკურად ემბრიონის 75% ვერ ცოცხლობს. ემას ემბრიონი 1992 წლის 14 ოქტომბერს გაიყინა. გოგონა სრულად ჯანმრთელია და ეს მშობლებისთვის საუკეთესო სიახლეა. 



ბენჯამინი, ემას მამა, 33 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა არაა, აცხადებს რომ მისთვის ემა მშობლიური და შეუყვარდა პირველივე შეხედვით, როგორც კი დაიბადა. სამედიცინო დასკვნებით, ბენჯამინს ​ბავშვის ყოლა არ შეუძლია, წყვილი უკვე ბავშვის აყვანაზე ფიქრობდა, როცა თინას მამამ მათ ალტერნატიული გზით დაორსულება შესთავაზა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მათთვის იდეალური გადაწყვეტილება, რადგან თინა და ბენჯამინი ყველა ეტაპის გავლას შეძლებენ - ორსულობიდან ბავშვის გაჩენამდე. 



წყვილის თქმით, ემბრიონის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდა. თავდაპირველად, თინამ ყველა სამედიცინო პროცედურა გაიარა, შემდეგ მათ წინაშე დონორის არჩევის ამოცანა დადგა. ორ კვირაში 300 ანკეტას გადახედეს. თავდაპირველად, ემბრიონის მშობლების ფიზიოლოგიურ პარამეტრებს განიხილავდნენ - წონა, სიმაღლე (წყვილი არც თუ ისე მაღალია და უნდოდათ, რომ ბავშვი ამ მხრივ მათ დამსგავსებოდა), შემდეგ კი - სამედიცინო პარამეტრებს.

თინა და ბენჯამინი მომავალში ბავშვის აყვანაზე კვლავ ფიქრობენ. გარდა ამისა, თინას კიდევ სურს დედა გახდეს. მართალია, ახლა მშობიარობის შთაბეჭდილების ქვეშაა და აღიარებს, რომ ეს რთული პროცესია, რომელსაც მალე არ გაიმეორებს.