ფენომენალური მოვლენა: პატარა, ძალიან საყვარელი ბავშვი ცხვირის გარეშე დაიბადა...

ფენომენალური მოვლენა: პატარა, ძალიან საყვარელი ბავშვი ცხვირის გარეშე დაიბადა...
ტიმოტი ელი ტომპსონი ამ წლის 4 მარტს, ცხვირის გარეშე ალაბამას შტატში დაიბადა. ბავშვს არ აქვს ცხვირის ძვლები, რაც გამოწვეულია უიშვიათესი გენეტიკური დაავადებით, რომელიც ცხვირის ძვლების აპლეზიის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დაავადებას მეორენაირად "ცხვირის უნაყოფობასაც" უწოდებენ, რომლითაც შეპყრობილი ადამიანი ცხვირის ნაწილის ან მთლიანი ცხვირის გარეშე იბადება. ამ უიშვიათესი დაავადებით შეპყრობილია ყოველი ერთი ადამიანი 197 მილიონიდან.

ფენომენალური მოვლენა: პატარა, ძალიან საყვარელი ბავშვი ცხვირის გარეშე დაიბადა...

ალაბამას შტატში დაბადებული ბავშვი ნამდვილ სენსაციად იქცა, რადგან მისი შემთხვევა ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენაა.



ეს ბავშვი გახლავთ ერთ-ერთი იმ 37 ადამიანისგან, რომელიც შეპყორბილია არჰიანიათი (ცხვირის ძვლების აპლეზია).



როდესაც ელის 5 დღე შეუსრულდა, მას ჩაუტარდა ტრახეოტომია, რაც მას უკეთესად სუნთქვაში ეხმარება. ამ პროცედრის გამო ელი პრაქტიკულად არ გამოსცემს არანაირ ხმას ტირილის დროს, ამიტომ დედა გამუდმებით ყურადღებით უნდა იყოს.



ამ ბავშვის დედა, 23 წლის ბრენდი აბსოლიტურად ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას ელოდა, რადგან მის მემკვიდრეობით ჯაჭვში დეფექტიანი არავინ ყოფილა, თუმცა პატარას დანახვისთანავე, მას იგი უზომოდ შეიუვარდა მიუხედავად იმისა, რომ იგი ცხვირის გარეშე დაიბადა.



ყოველივე ამასთან ერთად ბრენდიმ შექმნა გვერდი სოციალ ქესელში სახელწოდებით "ელის ისტორია", სადაც იგი წერს პატარას ზრდა-განვითარებისა და მკურნალობის პროცესების შესახებ.



ახალგაზრდა დედამ უკვე გაიცნო რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მის მსგავსათ ბავშვი მსგავსი გენეტიკური დაავადებით ეყოლათ.



ბავშვმა საავადმყოფოში 3 კვირა გაატარა და მთელი ამ დროის მანძილზე მისი მშობლები ბავშვის სწორად მოვლას სწავლობდნენ.



რაც შეეხება ოპერაციას, მისი ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ექიმები ვერ იძლებიან 100% გარანტიანს, რომ პლასტიკური ოპერაციის შედეგად მიმაგრებული ცხვირი თავის ფუნქციას შეასრულებს...



მშობლების თქმით ისინი არ აპირებენ ამ ოპერაციის გაკეთებას, სანამ ბიჭუნა არ გაიზრდება და თავად არ გამოთქვამს ამის სურვილს.






ბრენდის ძალიან უყვარს თავისი შვილი და მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბიჭუნას ეძახის.