10 ნივთი, რომელთა ნამდვილი დანიშნულების შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს

10 ნივთი, რომელთა ნამდვილი დანიშნულების შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს
დაფიქრებულხართ, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჩანს? ყოველდღე გარშემორტყმული ვართ ასობით ნივთით, რომელიც სპეციალურად ჩვენი კომფორტისთვის არის შექმნილი. მაგრამ როგორ აკეთებენ ამას, შეუმჩნეველი რჩება. შეიძლება ვიდაოთ: ამ 10 ნივთის რეალური დანიშნულების შესახებ უმეტესობა ვერც კი ხვდება. ფრთხილად: ამის წაკითხვის შემდეგ კლავიატურას და მინერალური წყლის ბოთლს ისე ვერ შეხედავთ, როგორც ადრე!
რისთვისაა საჭიროა ეს 10 წვრილმანი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ? მოდით გავიგოთ.

1. გაზიანი სასმელი ბოთლის თავსახურის რეზინა


ამ რეზინის შემხედვარე ნოსტალგია გიჩნდებათ და ბავშვობის მოგონებები გახსენდებათ? ყოველთვის ფიქრობდით, რისთვის არის საჭირო? აი პასუხი: რეზინა სასმელში გაზს აჩერებს. მის გარეშე ნებისმიერი კოლა და "ბორჯომიც" კი ჩვეულებრივ წყლად გადაიქცევა. 

2. უცნაური ჰორიზონტალური ხაზები კლავიატურაზე


საიდუმლო ხაზები ასოებთან "F" და "J". როგორც აღმოჩნდა, ეს არის მინიშნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასოებს ბრმად კრეფს. სწორედ ამ ღილაკებიდან იწყება საწყისი პოზიცია. შეამოწმეთ თავად. 

3. პატარა ხვრელი ბოქლომზე 


რა არის ეს? სათადარიგო შესასვლელი? არა, ბოქლომის გახსნას დამატებითი ხვრელით ვერ შეძლებთ. მისი დანიშნულებაა: ნივთის ჟანგისგან დაცვა. სწორედ ამ ხვრელიდან გამოდის სითხე, რომელიც წვიმის დროს ბოქლომში შედის, ასევე აქედან ბოქლომის დაზეთვაც შეიძლება, თუ ხშირად იჭედება. ასე რომ, ამ უცნაური დიზაინის გარეშე ახალი ბოქლომის ყიდვა უფრო მალე მოგიწევდათ. 

4. საზომი რულეტის მომრგვალებული წვერი


არასდროს დაფიქრებულხართ რატომ იწყება საზომი რულეტი უცნაური რკინის მომრგვალებული წვერით? ფიქრობთ რომ ასე უფრო მარტივად შეიძლება მისი მოხმარება? მართალია, მაგრამ მთავარი დანიშნულება სხვა რამე აქვს: მისი დახმარებით შეგიძლიათ ნივთს კარგად მოარგოთ საზომი, დააფიქსიროთ და ადვილად გაზომოთ. სასარგებლოა, თუ მარტო მუშაობა გიწევთ. 

5. საკანცელარიო დანის თავსახური


საკანცელარიო დანის ბოლოში ასეთი შავი თავსახური ნანახი გაქვთ? პირველ რიგში, შეგიძლიათ მისი მოხსნა. მეორე მხრივ, თუ დანას ოდნავ დააჭერთ მასზე, შეიძლება დანის წვრილ ხაზში გადაჭრათ. ასე დანა კვლავ ახალივით იქნება.