არანაირი ხველა შემოდგომასა და ზამთარში. დააქუცმაცე ბანანი და დაუმატე 2 ინგრედიენტი

არანაირი ხველა შემოდგომასა და ზამთარში. დააქუცმაცე ბანანი და დაუმატე 2 ინგრედიენტი
თაფლის სამკურნალო თვისებები ცნობილია ყველასთვის. ჩვენი ბებიები ამ ტკბილი პროდუქტით მკურნალობდნენ, დედები კი - გაციების პერიოდში გვასმევდნენ ფინჯან ცხელ თაფლიან რძეს. ამ მეთოდით ვმკურნალობთ ჩვენც საკუთარ შვილებს. თუმცა, რა მოხდება თუკი თაფლს შევურევთ ეგზოტიკურ ბანანს? გაგიკვირდებათ, მაგრამ თაფლი და ბანანი ხველების საუკეთესო საშუალებაა. შორს აფთიაქის ქიმია!



ბანანი ხველების წინააღმდეგ

საკვირველია, როგორ შეუძლია ამ ყველასთვის ნაცნობ ხილს მოგვაშოროს მშრალი ხველა, ხელი შეუწყოს ამოხველებას და ამასთან შეგვმატოს ენერგია? ბანანის რბილობი მდიდარია B, PP, A და C ვიტამინებით. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, საქაროზას, კაროტინს, ფერმენტებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინასა და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებსა და მინერალებს.

ხილის ასეთი შემადგენლობა ხელ უწყობს იმუნიტეტის აწევას, აქედან გამომდინარე, ბანანი გახლავთ უაღრესად სასარგებლო ხილი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ხოლო, თაფლის სასარგებლო თვისებებზე შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ.



ბანანისა და თაფლისგან შემდგარი ხველების საწინააღმდეგო საშუალება ორმაგ დარტყმას აყენებს ინფექციებს, სტიმულაციას უწევს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიების აღდგენას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ამ წამლის დამზადება ძალიან ადვილია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ 3 ინგრედიენტი.

ინგრედიენტები

  • 2 მწიფე ბანანი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 400მლ წყალი




მომზადების წესი

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ.

  2. გარეცხეთ მწიფე ბანანი და გააცალეთ კანი.

  3. მოათავსეთ ბანანის რბილობი ადუღებულ წყალში, ნელა ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  4. როდესაც ნარევი გაგრილდება, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი და გარგად აურიეთ. წამალიც მზად არის!




თაფლისა და ბანანისგან დამზადებული პრეპარატი უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან მის მერე. წლამდე ბავშვებისთვის ამ საშუალების მიღება არ შეიძლება.

აი, დიდებს კი შეუძლიათ მიიღონ 1 ს/კ შემთბარი ნარევი. პირველივე დღიდან ბრონქებში დაიწყება აღდგენის პროცესი. წამალი უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში.



მნიშვნელოვანია! თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ნუ გამოიყენებთ აღნიშნულ საშუალებას. ამ შემთხვევაში მოამზადეთ თაფლისა და რძის ნარევი, მიიღეთ ცხელ მდგომარეობაში.