ყველაზე გემრიელი, ჭყლინტი ყველი! საღამოს ვამზადებ, საუზმეზე მივირთმევ, როგორც დედოფალი
სახლის პირობებში გაკეთებული ყველი, ადიღეურად.
ვუძღვნით ნაზი, ჭყლინტი, ყველის მოყვარულებს...
მზიანი ადიღეის სამზარეულომ გვაჩუქა ყველის ძალიან კარგი რეცეპტი, იგი გახდა სამრეწველო ბრენდი1980 წელს, მას შემდეგ ამ პროდუქტს შეიძლება შევხვდეთ პლანეტის სხვადასხვა ნაწილის, ყველა მაღაზიის დახლებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ წესით ყველი მზადდება უძველესი დროიდან.
ყოველწლიურად ადიღეის დედაქალაქში, მაიკოპში ტარდება ადიღეის ყველის კონკურსი- ფესტივალი , სადაც შეგიძლიათ იხილოთ ეს უგემრიელესი სიამოვნება, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობებში, სურვილი გაგიჩნდებათ იქ ყოფნის!
ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ როგორ უნდა მომზადდეს ადიღეური ყველი, პირდაპირ თქვენს სამზარეულოში, დაგჭირდებათ არც თუ ისე ბევრი: სამზარეულოს თერმომეტრი და 3 ინგრედიენტი. იგი ნაყიდზე ბევრად გემრიელია.
ინგრედიენტები
მომზადებისწესი
იმისათვის,რომ მაგიდაზე გვქონდეს გემრიელი, ჭყლინტი ყველი, აუცილებელი არ არის შეიძინოთ მაღაზიაში, მითუმეტეს, რომ ჩვენს საიტზე არის ყველის მომზადების, მრავალი რეცეპტი, . მიირთვით გემრიელად!

- რძე 4ლ.
- რძის შრატი 1,2ლ.
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადებისწესი
- შრატი უნდა იყოს საკმარისად მჟავე, უნდა დააყენოთ 2-3 დღე. რძე უნდა იყოს ცხიმიანი და ახალი, მარილი უნდა იყოს არაიოდიზირებული
- ჩაასხი რძე ცალკე ჭურჭელში, შრატი ცალკე.. რძე უნდა გააცხელო 85 გრადუსზე, ხოლო შრატი 72 გრადუსამდე.
- 1ლ შრატი ჩაასხით რძეში, ფრთხილად მოურიეთ, მასა როდესაც ახაჭოვდება, გადაასხით შრატი, გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდანდან დააყენეთ ყველი 20-25 წუთით
- საწურში ჩააფინეთ რამოდენიმე ფენა მარლა და გადმოასხით ხაჭოსებური მასა ზედ, დაამარილეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილით და დადგით 20 წუთით
- გადააბრუნეთ ყველი ისევ დაამარილეთ და დადგით სრულ გაცივებამდე
- დადგით ყველი მაცივარში 6-8 საათი!