ამ რეცეპტით დაივიწყებ პურის არსებობას! ფუმფულა კვრები კეფირზე: გემრიელად და სწრაფად.

ამ რეცეპტით დაივიწყებ პურის არსებობას!  ფუმფულა  კვრები კეფირზე: გემრიელად და სწრაფად.
ასეთი დიდებული კვერებით ძალიან ხშირად მანებივრებდა ბებიაჩემი იგი ყოველ კვირას აცხობდა და ვერ ვითმენდით , გაცივებას არ ვაცლიდით... ახლა მე ვამზადებ ასეთ კვერებს ჩემიანებისათვის რისთვისაც უსაზღვროდ მოხარულები არიან
ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ ბავშვობის გახსენებაში!

კეფირზე დამზადებული კვერები გულსართით
ინგრედიენტები ცომისათვის
  • 500 მლ.ლ. კეფირი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1ც. კვერცხი
  • 2 სადილის კოვზი ზეთი
  • 500-550 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები გულსართისათვის ( შეგიძლიათ აირჩიოთ)
  • სოსისი ან შაშხი (ვიჩინა)
  • მოშუშული სოკო
  • მოშუშული კომბოსტო
  • კარტოფილის პიურე
  • ხაჭო- მწვანილით.

მომზადების წესი
  1. კეფირი და სოდა აურიე, დაუმატე კვერცხი და ზეთი
    2. გაცერი ფქვილი, დაუმატე კეფირი, მოზილე ჩვილი ცომი, თუ საჭირო იქნება დაუმატე ცოტა ფქვილი , ცომი ოდნავ უნდა გეკრობოდეს ხელებზე, გადააყარეთ ცომი და დადგით 10 წუთით

    3. ცომი გადმოიღე, დაამრგვალე, წააგრძელე მილისაბურად და დაჭერი 8-9 ნაწილად დაჭრილი ნაწილები გაშალე ნეკის სისქეზე, შუაში ჩაალაგე წინასწარ
    4. სანამ კვერები ისვენებენ გაახურე ტაფა, ოდნავ მოასხი ზეთი და გამოაცხე ორივე მხრიდან

    5. ყველა გამზადებულ კვერს ზემოდან მოუსვიკარაქი შეგიძლია მარილიც მოაყარო დაალაგე ერთმანეთზე და გადააფარე პირსახოცი 10-15 წუთი

არაჩვეულებრივად მადისაღმძვრელი,გემრიელი და ფუმფილა კვერები: მისი გამოცხობა აგრეთვე შეიძლება გულსართის გარეშე, შეგიძლიათ დაატკბოთ, ცომს თუ დაუმატებთ 2 კოვზ შაქარს. ან თუნდაც გამომცხვარს თუ მოაყრით ზემოდან შაქარს! გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.