უგემრიელესი კატლეტების რეცეპტი, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ

უგემრიელესი კატლეტების რეცეპტი, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ
კატლეტი თითქმის ყველა ჩვენგანს უყვარს, მაგრამ ასეთი გემრიელი კატლეტები ჯერ გასინჯული არ გექნებათ.

კატლეტი ბოშურად

საჭირო მასალა:
  • საქონლის ფარში- 700 გ
  • ხახვი-3 თავი
  • პომიდორი - 3ცალი
  • ოხრახუში- 0,5 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • პური-0,5 ცალი
  • ნიორი- 2 კბილი
  • კამა-0,5 კონა
  • რძე- 150მლ
  • მცენარეული ზეთი- 2 ს.კ


მომზადების წესი:

  1. პური დატეხეთ და რძეში ჩაალბეთ.
  2. შემდეგ კი ხახვთან, მარილთან და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. პომიდორს მოაცილეთ კანი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ცოტა ხანს გააჩერეთ და ზედმეტი წვენი გადაუწურეთ.
  4. ერთმანეთში აურიეთ პური, პომიდორი, ფარში და მწვანილი. მიეცით კატლეტის ფორმა.
  5. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან. შეგიძლიათ აცხოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.